ვინ არის ადელ ჩედლი, რომელიც "დინამო არენაზე", თერთმეტმეტრიანების დროს საქართველოს გამარჯვებისთვის ლოცულობდა? | Allnews.Ge

ვინ არის ადელ ჩედლი, რომელიც "დინამო არენაზე", თერთმეტმეტრიანების დროს საქართველოს გამარჯვებისთვის ლოცულობდა?

პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შებს. ქარ­თვე­ლებ­მა ევრო 2024-ის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის ფი­ნა­ლურ შეხ­ვედ­რა­ში სა­ბერ­ძნე­თის ეროვ­ნულ ნაკ­რებს სძლი­ეს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ჩანს ქარ­თვე­ლე­ბის მწვრთნე­ლის ვილი სა­ნი­ო­ლის გვერ­დით მყო­ფი მა­მა­კა­ცი პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ის დროს რო­გორ ლო­ცუ­ლობს. რო­გორ ირ­კვე­ვა, ის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის ტუ­ნი­სე­ლი თა­ნა­შემ­წე ადელ ჩედ­ლია.

"გუ­შინ­დე­ლი დღი­დან ბევ­რი კად­რი დაგ­ვრჩე­ბა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში კი­დევ დიდ­ხანს. ეს ერთ-ერ­თია: სა­ნი­ო­ლის თა­ნა­შემ­წე, ტუ­ნი­სე­ლი ადელ ჩედ­ლი, პე­ნალ­ტე­ბის დროს ლო­ცუ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბის­თვის", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­ლი­ტი­კო­სი ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე.

fexkvara-49023-1711601991.jpg

რა არის ცნო­ბი­ლი ადელ ჩედ­ლი­ზე?

ადელ ჩედ­ლი 1976 წლის 16 სექ­ტემ­ბერს და­ი­ბა­და, ტუ­ნი­სელ ფეხ­ბურ­თე­ლი თა­მა­შობ­და ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­ხე­ვარმცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე და ჰქონ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა, 2021 წლი­დან მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­თან.

მისი დე­ბი­უ­ტი ზრდას­რულ­თა გუნდში შედ­გა 1994 წელს, თა­მა­შობ­და საფ­რან­გე­თის, კერ­ძოდ, "სენტ-ეტი­ე­ნის" რი­გებ­ში, სა­დაც გა­ა­ტა­რა სამი სე­ზო­ნი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ჩემ­პი­ო­ნა­ტის 33 მატჩში. იხილეთ სრულად

myquiz