წვიმა, ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა - საქართველოში ამინდი გაუარსედება: უახლოესი დღეების პროგნოზი | Allnews.Ge

წვიმა, ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა - საქართველოში ამინდი გაუარსედება: უახლოესი დღეების პროგნოზი

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­გენ­ტოს ცნო­ბით, 27 მარ­ტის დი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა. სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი, მა­ღალმთა­ში კი ზო­გან ძლი­ე­რი თოვა და ქარ­ბუ­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

"26 მარ­ტი­დან 27 მარ­ტის დი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გან ძლი­ე­რი, და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი, მა­ღალმთა­ში ზო­გან ძლი­ე­რი თოვა და ქარ­ბუ­ქი. ზღვა­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია 3-4 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მუ­ლი ღელ­ვა.

მო­სა­ლოდ­ნელ­მა ნა­ლე­ქებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, გო­რაკ-ბორ­ცვი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, ხოლო მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში ზვა­ვე­ბის ფორ­მი­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

დიდ­თოვ­ლო­ბის, ქარ­ბუ­ქის, ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ზღუ­დოს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz