იცით, ვის ეკუთვნის მეზობლის ეზოში ჩავარდნილი ბლის ნაყოფი? - სამეზობლო სამართლის დეტალებს იურისტი განმარტავს | Allnews.Ge

იცით, ვის ეკუთვნის მეზობლის ეზოში ჩავარდნილი ბლის ნაყოფი? - სამეზობლო სამართლის დეტალებს იურისტი განმარტავს

თითქმის ყველა მიწის ნაკვეთზე დაინახავთ, რომ ხის ტოტები ერთი ეზოდან მეორეში გადადის და ხშირად ეს ტოტები ხეხილითაა დახუნძლული. ვის ეკუთვნის მეზობლის ეზოში გადასული ნაყოფი, ხის პატრონს თუ მიწის მფლობელს? აქვს მას უფლება, მოკრიფოს მეზობლის ხილი, რადგან მის ნაკვეთზეა გადმოსული? მსგავსი დავები, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ხშირია და ამის შესახებ ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი საუბრობს.„სამოქალაქო კოდექსში ცალკე თავად არის გამოყოფილი სამეზობლო სამართალი და მსგავს შემთხვევებს 178-ე მუხლი არეგულირებს.

კანომის მიხედვით, სანამ ნაყოფი ხეზეა, ის ხის მესაკუთრეს ეკუთვნის. ნაყოფი მიწაზე უნდა დავარდეს, რომ ხის მეპატრონემ მასზე მფლობელობა დაკარგოს, ხოლო მიწის მესაკუთრეს ეს უფლება გაუჩნდეს. თან საინტერესოა, რომ ნაყოფის ცვენა ბუნებრივი ფაქტპრებით უნდა მოხდეს - დამწიფებით ან ამინდის უმნიშვნელო ცვლილებით. თუ ხეს პატრონი ბერტყავს, ან წვიმამ მთელი ნაყოფი ძირს ჩამოიტანა, ცხადია, რომ მიწის მესაკუთრეს ვერ მიეცემა ნაყოფის მითვისების საშუალება.

თუმცა მისის მესაკუთრეს ტოტების მოჭრა შეუძლია და არა მარტო ტოტების - შეუძლია ფესვებიც მიაყოლოს, თუ მის მხარეს არის გადასული. თუმცა მოუწევს ახსნა, რას უშლიდა ეს ტოტები თუ ფესვები. იხილეთ სრულად

myquiz