"ურთიერთობაში მთავარი ჰარმონიული სექსია... ქალმა ყოველთვის უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, კაცმა კი იცოდეს, რომ მისი კარგად ესმით" - ალექსანდრა პაიჭაძის გულახდილი პასუხები | Allnews.Ge

"ურთიერთობაში მთავარი ჰარმონიული სექსია... ქალმა ყოველთვის უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, კაცმა კი იცოდეს, რომ მისი კარგად ესმით" - ალექსანდრა პაიჭაძის გულახდილი პასუხები

მო­დე­ლი, ფო­ტო­მო­დე­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და ინფლუ­ენ­სე­რი - ეს ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძის ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ნა­წი­ლია. ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ღიად სა­უბ­რობს არა­ერთ სა­კი­თხზე, მათ შო­რის, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, ქა­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე და, ასე­ვე, სა­კუ­თარ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე.

ალექ­სან­დრა პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში გი­ორ­გი ხა­ტი­აშ­ვილ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და. წყვილს ერთი შვი­ლი, დე­მეტ­რე შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა ეს ურ­თი­ერ­თო­ბა მალე დამ­თავ­რდა. ორი წლის წინ კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ალექ­სან­დრა მე­ო­რე შვილს ელო­დე­ბო­და, მას და ბიზ­ნეს­მენ და­ვით კო­დუ­ას ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც ვიქ­ტო­რია და­არ­ქვეს.

სწო­რედ ამ დღი­დან მო­დე­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. რამ­დე­ნი­მე თვის წინ მე­დია წერ­და, რომ წყვი­ლი და­შორ­და და კო­დუა მე­უღ­ლეს და­უბ­რუნ­და, თუმ­ცა თა­ვად ალექ­სან­დრა ამას უარ­ყოფ­და.

დე­კემ­ბერ­ში შემ­დეგ ალექ­სან­დრამ და კო­დუ­ამ დუ­ბა­ი­ში იმოგ­ზა­უ­რეს. რო­მან­ტი­კუ­ლი ვო­ი­ა­ჟის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი მო­დელ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ჭო­რებს შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ წერ­ტი­ლი და­უს­ვა.

ale2-52365-1711268311.jpg

ალექ­სან­დრაც ხში­რად უზი­ა­რებს გულ­შე­მატ­კი­ვარს ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებს სა­დაც მისი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი ჩანს. ასე­ვე აქ­ტი­უ­რად პა­სუ­ხობს გა­მომ­წე­რე­ბის კი­თხვებს. ამ­ჯე­რა­დაც მას ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ჰკი­თხეს:

- მთა­ვა­რი რა არის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

- რომ ქალ­მა ყო­ველ­თვის უსაფრ­თხოდ იგ­რძნოს თავი, კაც­მა კი იცო­დეს, რომ მისი კარ­გად ეს­მით. და ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­და­სა­რე­ვი სექ­სი. სექსში ჰარ­მო­ნი­ის მიღ­წე­ვა და მაქ­სი­მუ­მი ეფექ­ტის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ წყვილს უყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი და ამ სა­კითხს ხმა­მაღ­ლა გა­ნი­ხი­ლავს, ასე­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სექ­სო­ლო­გი­სა და ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბით. იხილეთ სრულას