"მანქანის გასაყიდად იყო წასული... 10 დღე ეძებდნენ და მანქანაში ნახეს გარდაცვლილი" - რა არის ცნობილი ამერიკაში გარდაცვლილ დათო ბუზალაძეზე? | Allnews.Ge

"მანქანის გასაყიდად იყო წასული... 10 დღე ეძებდნენ და მანქანაში ნახეს გარდაცვლილი" - რა არის ცნობილი ამერიკაში გარდაცვლილ დათო ბუზალაძეზე?

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მომ­ღე­რალ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის ნა­ხე­ვარძმა ამე­რი­კა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. რა მოხ­და ზუს­ტად, არა­ვინ იცის, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია ის, რომ 40 წლის დათო ბუ­ზა­ლა­ძე 11 მარტს გა­უჩ­ნარ­და და ამის შემ­დეგ მისი ძებ­ნა და­ი­წყეს.

"იძებ­ნე­ბა დათო ბუ­ზა­ლა­ძე, 40 წლის. ცხოვ­რობს ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში. და­კარ­გუ­ლია ასე­ვე მი­სის მან­ქა­ნა, შავი toyota Tundra, 11 მარ­ტის მერე არა­ვის­თან უკონ­ტაქ­ტია.თუ ვინ­მეს რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ, გთხოვთ მომ­წე­როთ" - ეს ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბო­და ფე­ის­ბუ­ქის ჯგუფ­ში "ქარ­თვე­ლე­ბი ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში.

რო­გორც ამა­ვე პოს­ტის კო­მენ­ტა­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ბუ­ზა­ლა­ძე მან­ქა­ნის გა­სა­ყი­დად წა­ვი­და და ამის შემ­დეგ აღა­რა­ვის შეხ­მი­ა­ნე­ბია. ბო­ლოს ბენ­სა­ლემ­ში შე­ნიშ­ნეს და აქე­დან მისი კვა­ლი გაქ­რა. გუ­შინ მა­მა­კა­ცი სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

imagetools0-67140-29610-1711268103.jpg

დათო ბუ­ზა­ლა­ძე ნუ­ცას ნა­ხე­ვარძმა იყო, მათ სა­ერ­თო მამა ჰყავ­დათ. და­თოს დედა კი ბერ­ძე­ნი იყო.

"დღეს ჩემი ყვე­ლა­ზე სიმ­პა­თი­უ­რი ძმა დათო გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს მან­ქა­ნა­ში ამე­რი­კა­ში. ამა­ზე დიდი უბე­დუ­რე­ბა ამა­ზე დიდი ტკი­ვი­ლი რა შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა იგ­რძნოს არ ვიცი. თით­ქოს ჩემი გუ­ლის ნა­წი­ლიც გაჰ­ყვა მას ასე ვგრძნობ. ჩემს თავს ვერ ვპა­ტი­ობ იმ ფაქტს, რომ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქონ­და მას­თან გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში, მაგ­რამ ისე მიყ­ვარ­და ყო­ველ­თვის ბავ­შვო­ბი­დან, რო­გორც გუ­ლის ნა­წი­ლი, ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი იმას, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად და­კარ­გუ­ლი მქონ­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რა­ტომ მე თვი­თო­ნაც ვერ ვხვდე­ბი..

ეს ტან­ჯვა გამ­ყვე­ბა ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე და ეს გუ­ლის ტკი­ვი­ლი რა­საც დღეს ვგრძნობ არ გა­მი­ნელ­დე­ბა არას­დროს! დათო შენ ძა­ლი­ან კარ­გი ძმა იყა­ვი, კარ­გი მე­გო­ბა­რი , კარ­გი შვი­ლი, კარ­გი მე­უღ­ლე კარ­გი მამა და შენი ქვეყ­ნის დიდი პატ­რი­ო­ტი! მად­ლო­ბა ამის­თვის, მოგ­ვე­ნატ­რე­ბი ყვე­ლას და მა­პა­ტიე გთხოვ მა­პა­ტიე რომ დობა სა­ერ­თოდ ვერ გა­გი­წიე. მიყ­ვარ­ხარ და მეყ­ვა­რე­ბი მუ­დამ" - წერ­და გუ­შინ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე.