7 პროდუქტი, რომელიც უზმოზე არ უნდა მივირთვათ | Allnews.Ge

7 პროდუქტი, რომელიც უზმოზე არ უნდა მივირთვათ

საუზმე – საკვების მიღების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. მასზეა დამოკიდებული არამინის მდგომარეობა მთელი დღის განმავლობაში.

მაგრამ მოდი, ვიყოთ გულახდილები, საუზმეს ყველა არ მიირთმევს, ან თუკი რაიმეს მიირთმევენ, ის ალბათ შვრიის ფაფა არ არის.

ზოგიერთი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ უზმოზე მივირთმევთ, უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მირთმევაც მშიერ კუჭზე არ შეიძლება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!

1. ციტრუსები

ალბათ ბევრ ფილმსა თუ ვიდეორგოლში გინახავთ, როგორ მიირთმევს მთავარი გმირი დილით ფორთოხლის წვენს – ეს თითქოს წარმატებული ადამიანის ერთგვარი იმიჯია, რომლის ნახვასაც ჩვენ ეკრანზე მივეჩვიეთ. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება. ციტრუსი და მისი წვენი მშიერ კუჭზე, შესაძლოა, გასტრიტისა და ალერგიის მიზეზი გახდეს.

2. ბანანი

ბანანი – ეს უკვე დიდი ხანია აღარ არის ეგზოტიკური ხილი და ჩვენი ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილი გახდა. სამწუხაროდ, მას ორგანიზმისთვის მხოლოდ სარგებლობა არ მოაქვს.ბანანი ნელა გადამუშავდება. ამიტომაც თუკი მას ჭამის წინ მიირთმევთ, შეიძლება გამოიწვიოს მუცლის შებერილობა, რომელსაც უსიამოვნო შეგრძნებები მოყვება. ექიმები გვირჩევენ, მივირთვათ ეს ხილი ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.

3. უმი ბოსტნეული

მჟავებმა, რომლებსაც უმი ბოსტნეული შეიცავს შეიძლება გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება. Aმიტომაც ამ პროდუქტების უზმოზე მიღება არ შეიძლება, განსაკუთრებით კი ადამიანებისთვის, რომლებსაც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აქვთ.

4. იოგურტი

უზმოზე მიღებულ იოგურტს იგივე უსიამოვნების გამოწვევა შეუძლია, რაც, მაგალითად, ციტრუსებს. ორგანიზმს დილით დამატებითი ბაქტერიები არ ჭირდება. იოგურტი აჯობებს მიიღოთ ჭამიდან ორი საათის შემდეგ ან ძილის წინ. იხილეთ სრულად

myquiz