8 წლის ასაკში დაწყებული კარიერა, სოციალურ ქსელში ნაპოვნი საყვარელი მეუღლე და ქალიშვილი უჩვეულო სახელით- ბუდუ ზივზივაძე ოჯახზე, კარიერასა და მიზნებზე | Allnews.Ge

8 წლის ასაკში დაწყებული კარიერა, სოციალურ ქსელში ნაპოვნი საყვარელი მეუღლე და ქალიშვილი უჩვეულო სახელით- ბუდუ ზივზივაძე ოჯახზე, კარიერასა და მიზნებზე

წუ­ხელ ფეხ­ბურ­თის ქარ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე იყო. მთე­ლი ქვე­ყა­ნა სი­ხა­რუ­ლი­სა და სი­ა­მა­ყის ემო­ცი­ებ­მა მო­იც­ვა. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მატჩში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ლუქ­სემ­ბურ­გი 2:0 და­ა­მარ­ცხა და სა­ოც­ნე­ბო ფი­ნა­ლის საგ­ზუ­რიც მო­ი­პო­ვა.

ნაკ­რე­ბი ფი­ნალ­ში სა­ბერ­ძნეთ­სა და ყა­ზა­ხეთს შო­რის გა­მარ­ჯვე­ბულს შეხ­ვდე­ბა. თუ ფი­ნალ­საც მო­ი­გე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად იას­პა­რე­ზებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.გუ­შინ­დე­ლი მატ­ჩის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა ფორ­ვარ­დი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე იყო. ფეხ­ბურ­თელ­მა დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა და გულ­შე­მატ­კივ­რებს და­უ­ვი­წყა­რი ემ­ცი­ე­ბი აჩუ­ქა.

budu-78544-38802-1711093636.webp

"როცა და­ჯილ­დო­ე­ბა იყო ფე­დე­რა­ცი­ის, მა­შინ ვთქვი ლუქ­სემ­ბურგს ჩემს თავ­ზე ვი­ღებ და ფი­ნალ­ში კვა­რა რომ დაგ­ვე­მა­ტე­ბა, კვა­რამ მი­ხე­დოს მეთ­ქი, ეგ­რეც მოხ­და... უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ, რად­გან დუბ­ლი შე­ვას­რუ­ლე, ჩემი გო­ლე­ბით გუნ­დმა გა­ი­მარ­ჯვა. თუმ­ცა, მარ­ტო ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბა არ არის, გუნ­დმაც ძა­ლი­ან მაგ­რად ითა­მა­შა. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ ჩემი გუნ­დით და ვფიქ­რობ, რომ და­წყე­ბულ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ. ალ­ბათ, მა­მა­ჩე­მის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, იმი­ტომ, რომ ვიცი, მა­მა­ჩე­მის­თვის რამ­დენს ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი. დღეს, ყვე­ლამ ძა­ლი­ან მაგ­რად ითა­მა­შა, ერ­თმა­ნეთს ყვე­ლა­ფერ­ში ვეხ­მა­რე­ბო­დით. მარ­ტო 11 კა­ცის არა, 26 ფეხ­ბურ­თე­ლი ვართ გა­ნა­ცხად­ში და ყვე­ლას დამ­სა­ხუ­რე­ბაა ეს გა­მარ­ჯვე­ბა. მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რია საქ­მის გა­კე­თე­ბუ­ლი და და­ნარ­ჩენს 26-ში უნდა მივ­ხე­დოთ" - გა­ნა­ცხა­და მატ­ჩის შემ­დეგ ბუ­დუმ.

ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის ოჯა­ხი ქარ­თველ თავ­დამ­სხმელს მე­უღ­ლე და გო­გო­ნა, სა­ხე­ლად შაი ჰყავს. ოჯა­ხი მას­თან ერ­თად უნ­გრეთ­ში ცხოვ­რობს. ბუ­დუს მე­უღ­ლე. ნინი კვერ­ნა­ძე, ისე­ვე რო­გორც თა­ვად ბუდუ, ქუ­თა­ი­სე­ლია და მათ ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინ სო­ცი­ლა­ურ ქსელ­ში გა­იც­ნეს.

buduscoli-60133-1711048957-1711093656.jpg

"რო­გორც დღეს არის, მა­შინ ბუდუ ასე­თი ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი არ იყო. ორი­ვე ქუ­თა­ი­სი­დან ვართ, ბევ­რი სა­ერ­თო ნაც­ნო­ბი აღ­მოგ­ვაჩ­ნდა. ჩვენ შო­რის სიმ­პა­თია პირ­ველ­სა­ვე შეხ­ვედ­რი­დან გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც შემ­დგომ გან­ვი­თარ­და და ოჯა­ხის შექ­მნით დაგ­ვირ­გვინ­და. მა­შინ ბუდუ და­ნი­ი­დან ერთი კვი­რის ჩა­მო­სუ­ლი იყო, თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" თა­მა­შობ­და. რომ და­ვი­ნა­ხე, გა­რეგ­ნო­ბით ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. იყო საკ­მა­ოდ მორ­ცხვი, თავ­მდა­ბა­ლი. ბუდუ ძა­ლი­ან თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნია. გაც­ნო­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვის შემ­დეგ გა­მო­მი­ტყდა, რომ ვუყ­ვარ­დი. ეს არ ყო­ფი­ლა ახ­ლობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის თან­დას­წრე­ბით, მხო­ლოდ ჩვენ ორნი ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვკა­მა­თობთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერ­თმა­ნე­თის­გან საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გვაქვს, თუმ­ცა ამას მი­ვეჩ­ვი­ეთ, ერ­თმა­ნე­თი ისე­თე­ბი მი­ვი­ღეთ, რო­გო­რე­ბიც ვართ და ერ­თმა­ნე­თის აზრს პა­ტივს ვცემთ. შე­სა­ბა­მი­სად, კა­მა­თიც თით­ქმის არ გვაქვს" - ამ­ბობ­და ჟურ­ნალ "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ნინი.

იხილეთ სრულად

myquiz