საზონოვისა და მექვაბიშვილის გარეშე? - სანიოლის მოულოდნელი გადაწყვეტილება დიდი მატჩის დაწყებამდე: როგორია მთავარი მწვრთნელის გეგმა? | Allnews.Ge

საზონოვისა და მექვაბიშვილის გარეშე? - სანიოლის მოულოდნელი გადაწყვეტილება დიდი მატჩის დაწყებამდე: როგორია მთავარი მწვრთნელის გეგმა?

დღეს სრუ­ლი­ად ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა დი­ნა­მო არე­ნას­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის 2024 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პის პლეი ოფის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ლუქ­სემ­ბურგს უმას­პინ­ძლებს.

გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვილი სა­ნი­ო­ლის გუნ­დი ფი­ნალ­ში გავა, სა­დაც 26 მარტს, ისევ თბი­ლის­ში, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლურ წყვილ­ში, სა­ბერ­ძნეთ­სა და ყა­ზა­ხეთს შო­რის გა­მარ­ჯვე­ბულს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო სა­ნი­ო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის გა­ნა­ცხად­ში ცენ­ტრა­ლუ­რი მცვე­ლი საბა სა­ზო­ნო­ვი და საყ­რდე­ნი ნა­ხე­ვარმცვე­ლი ან­ზორ მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი ვერ მოხ­ვდნენ.

უე­ფას ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­ტის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის 23-კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

untitled-58304-1711025890.jpg

მე­კა­რე­ე­ბი: გი­ორ­გი ლო­რია, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი, ლუკა გუ­გე­შაშ­ვი­ლი

მცვე­ლე­ბი: ოთარ კა­კა­ბა­ძე, ლაშა დვა­ლი, გუ­რამ კა­შია, საბა კვირ­კვე­ლია, გი­ორ­გი გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი, ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი.

ნა­ხე­ვარმცვე­ლე­ბი: გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, სან­დრო ალ­თუ­ნაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე, ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი, ნიკა კვეკ­ვეს­კი­რი, ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი, ვლა­დი­მერ მა­მუ­ჩაშ­ვი­ლი, ლე­ვან შენ­გე­ლია, ჯაბა კან­კა­ვა, გი­ორ­გი წი­ტა­იშ­ვი­ლი.

ფორ­ვარ­დე­ბი: ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე, გი­ორ­გი ქვი­ლი­თა­ია.

ვარ­ჯი­შის და­წყე­ბამ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, ვილი სა­ნი­ო­ლის პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა, სა­დაც მთა­ვარ მწვრთნელ­თან ერ­თად, მე­დი­ის შე­კი­თხვებს ოთარ კი­ტე­იშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა. იხილეთ სრულად