"ილიას მეუღლე საკმაოდ ბევრ კითხვას სვამდა... ქართული არქიტექტურით დაინტერესდა" - რას ჰყვება ალექსანდრე გიორგიძე, რომელმაც ცნობილი წყვილის თბილისურ ტურზე იზრუნა | Allnews.Ge

"ილიას მეუღლე საკმაოდ ბევრ კითხვას სვამდა... ქართული არქიტექტურით დაინტერესდა" - რას ჰყვება ალექსანდრე გიორგიძე, რომელმაც ცნობილი წყვილის თბილისურ ტურზე იზრუნა

რამ­დე­ნი­მე დღეა, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა UFC პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი ილია თო­ფუ­რია. მისი ყო­ველ­დღი­უ­რი რე­ჟი­მი საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლია. ილია სამ­შობ­ლო­ში ორი დღის წინ დაბ­რუნ­და და მას თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი დახ­ვდა.

UFC-ის ჩემ­პი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვი­და და ის დღეს მარტს სა­ქარ­თვე­ლო-ლუქ­სემ­ბურ­გის სა­ფეხ­ბურ­თო მატჩზე სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მარს წა­რად­გენს.მა­ნამ­დე მან UFC-ის ქა­მა­რი გუ­შინ რუს­თავ­ში მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წა­რად­გი­ნა.

"4-5 წლის წი­ნაც კი ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და ალ­ბათ, რომ UFC-ის ქა­მა­რი იქ­ნე­ბო­და რუს­თავ­ში და ამ ქა­ლაქ­ში მას ჩა­მო­ი­ტან­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, ღირ­სე­უ­ლი კაცი, ილია თო­ფუ­რია" - გა­ნა­ცხა­და გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ კომ­პლექ­სის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

433766672-10232267291975197-5610499581711403085-n-42924-1711012550.jpg

ჩემ­პი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა. მისი რჩე­უ­ლი ულა­მა­ზე­სი ეს­პა­ნე­ლი ბინ­ზეს­მე­ნი, ჯორ­ჯი­ნა ბა­დე­ლია. ქარ­თველ სპორ­ტსმენს წინა ურ­თი­ერ­თო­ბი­დან ვაჟი ჰყავს. ილია თა­ვის შვილ­თან და ჯორ­ჯი­ნას­თან ერ­თად ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ალი­კან­ტე­ში ცხოვ­რობს.

გუ­შინ თო­ფუ­რი­ამ ჯორ­ჯი­ნას­თან ერ­თად თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ისე­ირ­ნა. ფო­ტო­ებს ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია AG TRAVEL & ADVENTURE-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ალექ­სან­დრე გი­ორ­გი­ძე აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი წყვი­ლის გიდი იყო.

"ტუ­რის ხან­გრძლი­ვო­ბა დიდი არ იყო. და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თი გაგ­რძელ­და. და­ვი­წყეთ მე­ტე­ხის ეზო­დან და ვნა­ხეთ ძვე­ლი თბი­ლი­სის ის ძი­რი­თა­დი ძეგ­ლე­ბი, სა­ი­და­ნაც თბი­ლი­სი, რო­გორც ქა­ლა­ქი წარ­მო­იშ­ვა. მე­ტე­ხის ეზო­დან და­ვი­წყეთ, თბი­ლი­სი წარ­მო­შო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რეთ, შემ­დეგ ჩა­ვე­დით აბა­ნო­თუ­ბან­ში და რამ­დე­ნი­მე ვიწ­რო ქუ­ჩა­ზე გა­ვი­სე­რი­ნეთ. იხილეთ სრულად

myquiz