"რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“ - დემოგრაფის საგანგაშო პროგნოზი
"რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ "ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბადების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
ცნობისთვის, საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 9,8%-ით მოიმატა და მთლიანი მოსახლეობის 22,4%-ს გაუტოლდა. ამავე პერიოდში კი მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 0,3%-ით გაიზარდა. ბოლო, 2023 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 3 736 357 იყო, საიდანაც 838 097 პირი ასაკით პენსიონერია."უნდა შედგეს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა და უნდა გაიწეროს, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ შობადობის კლება შეჩერდეს და მერე ვიზრუნოთ შობადობის ზრდაზე. თუ ეს დროზე არ გავაკეთეთ, შემდეგ რამდენი დროც არ უნდა დავხარჯოთ, შეიძლება ეფექტი ამასაც აღარ ჰქონდეს და ეს პროცესი სასიკეთოდ ვეღარ შემოვაბრუნოთ. სამთავრობო სტრუქტურებში უნდა იყოს ეს რგოლი შექმნილი, ზოგიერთ ქვეყანაში ამისთვის სამინისტროც კი არის შექმნილი“,- ამბობს ანზორ თოთაძე.
მისი თქმით, სტატისტიკურად, თუ ერთ ოჯახზე, 2,1 ბავშვი მოდის ეს ნიშნავს, რომ ერის რაოდენობა იგივე რჩება, ხოლო 3 ბავშვის შემთხვევაში, ერის რიცხოვნობა შესანიშნავი მაჩვენებლით იზრდება.
"აუცილებელია, შობადობის წახალისება. მაგალითად, გერმანიაში წაახალისეს ყოველი მესამე ბავშვი იმიტომ, რომ მესამე ბავშვი არის მოსახლეობის გამრავლების აუცილებელი ფაქტორი. როდესაც ორი ბავშვი იბადება, ამას ჰქვია, რომ "ანაზღაურდა“ მშობლები, დედა და მამა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს. იმიტომ, რომ სტატისტიკურად ასეა, 1 წლამდე ასაკის ბავშვების (ჩვილების) რაღაც რაოდენობა იღუპება, შესაბამისად, მხოლოდ მშობლების "ანაზღაურებაც“ ვერ ხდება. განაგრძეთ კითხვა