Samsung-ი ტელევიზორების გლობალურ ბაზარზე კვლავ ნომერ პირველი ბრენდის პოზიციას ინარჩუნებს | Allnews.Ge

Samsung-ი ტელევიზორების გლობალურ ბაზარზე კვლავ ნომერ პირველი ბრენდის პოზიციას ინარჩუნებს

ბრიტანული კვლევითი კომპანიის, Omdia-ს შედეგების მიხედვით, Samsung-ი მე-18 წელია ტელევიზორების ინდუსტრიის უპირობო ლიდერად სახელდება.

კვლევების თანახმად, Samsung-მა 2023 წელს მიაღწია ტელევიზორების გლობალური ბაზრის 30.1%-ს, რითაც კიდევ უფრო გაძლიერდა მისი, როგორც ინდუსტრიის ლიდერის სტატუსი, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წლიდან ეკუთვნის. როგორც კვლევითი კომპანია აცხადებს, ამ წარმატებაში გარდამტეხი როლი აქვს QLED და OLED მოდელის ინოვაციურ ტელევიზორებს.

QLED ტელევიზორების ხაზი Samsung-მა 2017 წელს წარადგინა და მას შემდეგ, Neo QLED-ის უახლესი მოდელების ჩათვლით, ჯამურად გაყიდულია 40 მილიონი ერთეული. მხოლოდ 2023 წელს კი QLED-ის ხაზმა მიაღწია გაყიდვების უპრეცედენტო მაჩვენებელს - 8,31 მილიონ ერთეულს.

Samsung-ი ლიდერია პრემიუმ ტელევიზორების სექტორშიც. კომპანიამ მოიპოვა წარმოუდგენელი, 60.5% ბაზრის წილი იმ ტელევიზორების სექტორში, რომელთა ფასიც იწყება 2,500 დოლარიდან. ასევე, ბრენდმა ლიდერობა შეინარჩუნა 75 და მეტ ინჩიანი ტელევიზორების გაყიდვების მიმართულებით და მისი ბაზრის წილი 33.9%-ს აღწევს.

1200x600-1710997772.png

"ვამაყობთ, რომ მე-18 წელია ვინარჩუნებთ ლიდერობას ტელევიზორების გლობალურ ბაზარზე, რაც ადასტურებს მტკიცე ნდობასა და ერთგულებას ჩვენი მომხმარებლებისაგან." - განაცხადა ვიდეო მოწყობილობების მიმართულების ხელმძღვანელმა და პრეზიდენტმა, SW Yong-მა.

"ჩვენი მიზანია ინდუსტრია ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ და მაღალი ხარისხის ვიზუალური გამოსახულების გარდა, მომხმარებელს შევთავაზოთ უფრო ღირებული და საინტერესო გამოცდილება."

წელს სამომხმარებლო ტექნოლოგიების დარგში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე (CES), Samsung-მა წარადგინა NQ8 AI Gen3 პროცესორი. CES-ზე თავს იყრის ყველაზე ინოვაციური, გლობალური ტექნოლოგიური მიღწევები.

Samsung-ის ახალ NQ8 AI Gen3 პროცესორს მოაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები მთელი ინდუსტრიისთვის და მიგვანიშნებს AI ეკრანების ეპოქის დაწყებას.

2024 წელი გარდამტეხი ინოვაციების კიდევ ერთი წელია Samsung-ისთვის. პროცესორების გაუმჯობესებითა და AI-ს ფუნქციების უმაღლეს საფეხურზე აყვანით, Samsung-ი სრულად შეცვლის მომხმარებლის გამოცდილებას და დააწესებს ახალ სტანდარტებს ტელევიზორების ინდუსტრიაში.

Samsung-ის 2024 წლის ტელევიზორები განახლებული - NQ8 AI Gen3 პროცესორით, საქართველოში ხელმისაწვდომი ამ წლის მაისიდან იქნება. ტელევიზორების შეძენა შესაძლებელია სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებში.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: samsung.com/ge

(R)