უამინდობა საქართველოში - გზის რომელ მონაკვეთზე მოქმედებს შეზღუდვები: "მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება" | Allnews.Ge

უამინდობა საქართველოში - გზის რომელ მონაკვეთზე მოქმედებს შეზღუდვები: "მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება"

თო­ვის და და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ჩხე­რე(სა­რე­კი)-უზუნ­თა-შქმე­რი-ზუ­და­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ასე­ვე თო­ვის და და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის მცხე­თა–სტე­ფან­წმინ­და–ლარ­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გუ­და­უ­რი(ფოს­ტა)-კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, მლე­თა-გუ­და­უ­რის და გუ­და­უ­რი(ფოს­ტა)–კო­ბის მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­უ­ჩე­რებ­ლად გავ­ლის რე­ჟიმ­ში, გუ­და­უ­რი(ფოს­ტა)–კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე მხო­ლოდ ზვავ­დამ­ცა­ვი გვი­რა­ბე­ბის გავ­ლით.

რო­გორც გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო იტყო­ბი­ნე­ბა 20 მარ­ტის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა, მა­ღალ მთა­ში თოვ­ლი, ზო­გან ძლი­ე­რი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ნის­ლი. "მო­სა­ლოდ­ნელ­მა ნა­ლე­ქებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, გო­რაკ-ბორ­ცვი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, ხოლო მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში ზვა­ვე­ბის ფორ­მი­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბი­სა და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ზღუ­დოს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz