როგორ ცხოვრობს დღეს ქეთი მერკვილაძე, რომელიც 2000-იან წლებში პრეზიდენტის შემდეგ პოპულარობით მეორე ადამიანი იყო | Allnews.Ge

როგორ ცხოვრობს დღეს ქეთი მერკვილაძე, რომელიც 2000-იან წლებში პრეზიდენტის შემდეგ პოპულარობით მეორე ადამიანი იყო

2000 წელს, ქეთი მერ­კვი­ლა­ძე პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში პრე­ზი­დენ­ტის შემ­დეგ, მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და. მისი სიმ­ღე­რე­ბი ყველ­გან ის­მო­და, მისი პირ­ვე­ლი ალ­ბო­მი კი მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლა­რით გა­ი­ყი­და. გა­ვი­და წლე­ბი, იშ­ვი­ა­თად, მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებ­ში ჩნდე­ბა. მუ­სი­კა­ზე უარი არ უთ­ქვამს, თუმ­ცა კა­რი­ე­რა­ში ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზა აქვს.

ახლა დროს ოჯახს, მე­უღ­ლე­სა და შვილს უთ­მობს. ბედ­ნი­ე­რია, რომ ხალ­ხი დღემ­დე ცნობს, ახ­სოვთ და უყ­ვართ...

bff4d35f-479b-4998-a426-874e739469db-38326-1710752729.jpeg

- ქეთი, იმ წლე­ბი­დან, რო­დე­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო თქვენს სიმ­ღე­რებს მღე­რო­და, დიდი ხანი გა­ვი­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შო­უ­ბიზ­ნეს­ში აღარ დარ­ჩით, უამ­რავ ადა­მი­ანს დღე­საც ახ­სოვ­ხართ. რო­გო­რია ახლა თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა?

- დიახ, დრო გა­ვი­და და ცხოვ­რე­ბის სხვა ეტა­პი და­ი­წყო. რაც მთა­ვა­რია, იმ პე­რი­ოდ­მა მო­მი­ტა­ნა ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი და ახ­ლაც ვგრძნობ. შო­უ­ბიზ­ნეს­ში დარ­ჩე­ნა არ ყო­ფი­ლა ჩემი თვით­მი­ზა­ნი. რო­დე­საც სიმ­ღე­რას ვი­წყებ­დი, ის პრო­ფე­სი­ად არ მქო­ნია არ­ჩე­უ­ლი, პო­პუ­ლა­რო­ბამ და დრო­ის დე­ფი­ციტ­მა არ და­მი­ტო­ვა დრო სხვა საქ­მის­თვის. მე­ო­რე პრო­ფე­სი­ით, კლი­პე­ბის რე­ჟი­სო­რი ვარ, კლიპ­მე­ი­კე­რი. ახლა ჩემი ცხოვ­რე­ბა ძი­რი­თა­დად მო­ცუ­ლია ჩემი ოჯა­ხით, ასე­ვე სამ­სა­ხუ­რით. ბავ­შვებ­თან ვმუ­შა­ობ, მაქვს მუ­სი­კა­ლუ­რი წრე. მუ­სი­კას­თან მა­ინც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვარ.

4fcf7088-37af-4f0f-ba46-8151dd1a70ee-38235-1710752740.jpeg

- თქვე­ნი მე­უღ­ლე ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნია, ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობთ, რომ თა­ვი­დან არ ჰქო­ნია სურ­ვი­ლი, რომ კა­რი­ე­რა გა­გეგ­რძე­ლე­ბი­ნათ, ეს გახ­და მი­ზე­ზი, რომ შო­უ­ბიზ­ნე­სი­დან წახ­ვე­დით?

- ასე ვამ­ბობ.?.. ეს ხუმ­რო­ბით. რთუ­ლია ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის, რო­დე­საც მე­უღ­ლე სახ­ლი­დან მუდ­მი­ვად გა­სუ­ლია. რო­დე­საც რო­მე­ლი­მე პრო­ფე­სი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბი. კარ­გად რომ გა­ა­კე­თო, ამის­თვის მაქ­სი­მუ­მი გჭირ­დე­ბა, მით უმე­ტეს, რო­დე­საც შო­უ­ბიზ­ნეს­ში ხარ. ეს არის მუდ­მი­ვი მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი, სიმ­ღე­რე­ბი, სტუ­დია, ტე­ლე­ვი­ზია, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, გას­ტრო­ლე­ბი, სა­ღა­მო­ე­ბი. ფაქ­ტობ­რი­ვად, სახ­ლში მხო­ლოდ და­სა­ძი­ნებ­ლად მი­დი­ხარ. ასეც იყო, რო­დე­საც აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი შო­უ­ბიზ­ნეს­ში, მე და მამა გვი­ან მოვ­დი­ო­დით სახ­ლში. ის ჩემი პრო­დი­უ­სე­რი იყო.

მე­უღ­ლეს ასე­თი პი­რო­ბა არ წა­უ­ყე­ნე­ბია ჩემ­თვის. ჩვენ ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ძი­რი­თად დროს ოჯახს და­ვუთ­მობ­დი. გა­და­ცე­მებ­ში, შო­უ­ებ­ში ახ­ლაც მივ­დი­ვარ თუ რა თქმა უნდა, თემა მომ­წონს. იხილეთ სრულად

myquiz