"შეიძლება ისეთიც გახდეთ, როგორიც აქამდე იყავით“ - ნოე სულაბერიძისა და ციცინო შურღაიას სიურპრიზი გოგონას, რომელიც წლების წინ, ავარიის შედეგად, უმძიმესად დაშავდა
მარიამ ტატანაშვილი 2021 წელს მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად ავარიაში მოყვა. მრავალმხრივი ტრავმის გამო, მის გადარჩენას არავინ ელოდა, მაგრამ მოხდა სასწაული და მარიამი გადარჩა.
მას არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა და კიდევ რამდენიმეა საჭირო, რომ გოგონამ ოცნება აიხდინოს:
"რაც ყველაზე მეტად მინდა, არის ის, რომ გავიგო, რატომ მიმატოვა შეყვარებულმა და რას ფიქრობს ჩემზე. მინდა დავუბრუნდე ჩვეულ ცხოვრებას, ისევ შევძლო ხატვა, ფოტოების გადაღება, ცურვა, ცეკვა და მეგობრებთან ერთად გართობა. აქამდე ძალიან აქტიური ცხოვრება მქონდა, ახლა კი გალიაში გამოკეტილ ჩიტს დავემსგავსე, რომელსაც გულით სწადია ისევ იფრინოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს შეუძლებელია..." - ამაბობდა მარიამ ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში ორი წლის წინ.საბედისწერო დღიდან რამდენიმე წლის შემდეგ, შესაძლოა, მარიამის სანუკვარი ოცნება ახდეს...
გოგონა გადაცემაში "ნოესთან“ იმყოფებოდა. მარიამმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართა მისი ცხოვრება ავარიის შემდეგ.
"რეანიმაციიდან გამოწერის დღეს ჩემს შეყვარებულს ტელეფონი გათიშული ჰქონდა, ვიფიქრე რაღაც პრობლემები ჰქონდა… თუმცა შემდეგ მითხრა, რომ აღარ უნდოდა შეყვარებული ჰყოლოდა… იხილეთ სრულად