რისი მშენებლობა იგეგმება გორგასლის ქუჩაზე? | Allnews.Ge

რისი მშენებლობა იგეგმება გორგასლის ქუჩაზე?

თბილისში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტზე დედაქალაქის მერიის შესაბამისმა სამსახურმა თანხმობა გასული თვის ბოლოს გასცა.

gorgasali-4-1710582330-1710584472.jpg

როგორც პროექტიდან ირკვევა, საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება მრავალფუნქციური კომპლექსის, რეკრეაციული სივრცის, დამხმარე ნაგებობების მშენებლობა და მისი უზრუნველყოფა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით.

ტერიტორიაზე მოეწყობა, როგორც საცხოვრებელი, ისე საოფისე/კომერციული ფართობი, სასტუმრო, ასევე ავტოსადგომი, რომლისთვისაც სავარაუდოდ განკუთვნილი იქნება შენობის ერთი მიწისზედა და ერთი ან ორი მიწისქვეშა სართული. იხილეთ სრულად