"ჩემი მშობლები რომ გაშორდნენ, დედასთან ერთად აფრიკაში ვცხოვრობდით" - ქეთევან გორჯესტანი ოჯახსა და დედასთან ურთიერთობაზე | Allnews.Ge

"ჩემი მშობლები რომ გაშორდნენ, დედასთან ერთად აფრიკაში ვცხოვრობდით" - ქეთევან გორჯესტანი ოჯახსა და დედასთან ურთიერთობაზე

ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტია და ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში მუ­შა­ობს. მისი ძმა თე­მურ გორ­ჯეს­ტა­ნი ქე­თე­ვან­ზე 2 წლით უფ­რო­სია. მათ მამა წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლია - ნი­კო­ლოზ გორ­ჯეს­ტა­ნი. დღე­ვან­დე­ლი გორ­ჯეს­ტა­ნე­ბი გუ­გუშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ. თა­ვის დრო­ზე სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის დროს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლე­ბის მსგავ­სად გუ­გუშ­ვი­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­დან დევ­ნი­ლე­ბად იქ­ცნენ. ირან­ში გა­და­სახ­ლე­ბუ­ლებ­მა გვა­რიც შე­იც­ვა­ლეს და გუ­გუშ­ვი­ლე­ბი გორ­ჯეს­ტა­ნე­ბი გახ­დნენ.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ნი­კო­ლოზ გორ­ჯეს­ტა­ნის გზე­ბი იტა­ლი­ა­ში გა­და­ი­კე­თა, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ კი გა­ი­ყარ­ნენ. "სარ­კეს­თან" სა­უ­ბარ­ში ქე­თე­ვა­ნი ამ­ბობს, რომ მშობ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა არა­სო­დეს მოჰ­კლე­ბია.- ამე­რი­კა­ში, ვა­შინგტონ­ში და­ვი­ბა­დე, 4 წლამ­დე ამე­რი­კა­ში ვცხოვ­რობ­დი. იმ წლებ­ში დედა და მამა მუ­შა­ობ­დნენ და ჩვენ­თან ხში­რად დე­და­ჩე­მის დედა იყო. მე და ჩემი ძმა ფაქ­ტობ­რი­ვად მისი გაზ­რდი­ლე­ბი ვართ. რად­გან ამე­რი­კა­ში და­ვი­ბა­დე ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ვარ. ვთვლი რომ ვარ ამე­რი­კე­ლი ფრან­გი და ქარ­თვე­ლი.

46697722-10156711793568798-8911049724555952128-n-37913-1710572306.jpg

ჩემი მშობ­ლე­ბი რომ გა­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს, დე­დამ მე და ჩემი ძმა ავ­სტრი­ა­ში წაგ­ვიყ­ვა­ნა, რად­გან იქ მუ­შა­ობ­და. ვე­ნა­ში ერთი წელი ვი­ცხოვ­რეთ, მაგ­რამ არა­ფე­რი მახ­სოვს, ავ­სტრი­ის შემ­დეგ აფ­რი­კა­ში ჩად­ში ვი­ცხოვ­რეთ. იქა­უ­რო­ბა კარ­გად მახ­სოვს. ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბა თით­ქმის ერ­თმა­ნეთს ჰგავს, მაგ­რამ აფ­რი­კა სულ სხვაა.

აფ­რი­კა­ში და­ვი­წყეთ სწავ­ლა, სპორტზე სი­ა­რუ­ლი. დედა მე და ჩემს ძმას ყვე­ლა­ფერ­ზე გვა­ტა­რებ­და. მერე ჩად­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და­ი­წყო. ჩვე­ნი სახ­ლი მათი პრე­ზი­დენ­ტის სახ­ლთან იყო ახ­ლოს. ფრან­გი ჯა­რის­კა­ცე­ბი ჩვენს გაყ­ვა­ნას ცდი­ლობ­დნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს გო­ნე­ბა­ში ისე არ არის ჩარ­ჩე­ნი­ლი, რო­გორც ცუდი მო­მენ­ტი. ალ­ბათ დე­დაც ისე იქ­ცე­ო­და, რომ არ გვე­ნერ­ვი­უ­ლა. აფ­რი­კა­ში ვის­წავ­ლე, რომ შე­იძ­ლე­ბა გყავ­დეს მე­გო­ბა­რი რო­მე­ლიც თეთრკა­ნი­ა­ნი არ არის.

ჩად­ში 3 წელი ვი­ცხოვ­რეთ, იქ ყოფ­ნი­სას მა­მა­საც ხში­რად ვხე­დავ­დით, რად­გან მსოფ­ლიო ბან­კში მუ­შა­ობ­და და აფ­რი­კა­ში უწევ­და ჩა­მოს­ვლა. ჩვენ­თან მო­დი­ო­და და ცდი­ლობ­და ხში­რად დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. არ­და­დე­გე­ბის დროს ჩვენ ჩავ­დი­ო­დით ამე­რი­კა­ში. დედა და მამა ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ, რომ მათ­თან ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქო­ნო­და. დე­დას უნ­დო­და მა­მას­თან კონ­ტაქ­ტი არ გაგ­ვე­წყვი­ტა და ჩვენს აღ­ზრდა­ში ისიც ყო­ფი­ლი­ყო ჩარ­თუ­ლი.

- მა­მა­ზე გვი­ამ­ბეთ, გვა­რი გორ­ჯეს­ტა­ნი სა­და­უ­რია?

- მამა ქარ­თვე­ლია. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი გუ­გუშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ. თუ სწო­რედ მახ­სოვს მა­მა­ჩე­მის მამა სპარ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ჟინ­რად მუ­შა­ობ­და. საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბი რომ შე­მო­სუ­ლან სა­ქარ­თვე­ლო­ში სპარ­სეთ­ში დარ­ჩე­ნი­ლა. იქ უთ­ქვამთ გვა­რი უნდა გა­და­ი­კე­თოო. გორ­ჯეს­ტა­ნი სპარ­სუ­ლად ქარ­თველს ნიშ­ნავს. მამა სპარ­სეთ­ში და­ბა­და, დედა უკ­რა­ი­ნე­ლი ჰყავ­და. იხილეთ სრულად

myquiz