პრემიერ-მინისტრის მოწვევით, საქართველოში 18 მარტს ილია თოფურია ჩამოვა | Allnews.Ge

პრემიერ-მინისტრის მოწვევით, საქართველოში 18 მარტს ილია თოფურია ჩამოვა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით, საქართველოში 18 მარტს ილია თოფურია ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისი 18:30 საათზე დაეშვება.

ილია თოფურია 21 მარტს თბილისში საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, თოფურიამ მატჩის დაწყებამდე შესაძლოა, ჩემპიონის ქამარი წარადგინოს.

ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია.

myquiz