რა ხდება ამ წუთებში სამტრედიის ქუჩაზე? - კორპუსში მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი | Allnews.Ge

რა ხდება ამ წუთებში სამტრედიის ქუჩაზე? - კორპუსში მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

მათივე ინფორმაციით, მათ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის შედეგად ახლოს მიმდებარე კორპუსების მინებიც ჩაიმსხვრა. დაზიანებულია ავტომობილებიც.

432569624-6842904389147823-491396782234145075-n-16579-1710390684.jpg

კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი გამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები.

მომხდარის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. მომხდარის გამომწვები მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

myquiz