თბილისსა და სხვა ქალაქებში დღეიდან უდაბნოს მტვრის მასები გავრცელდება - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო | Allnews.Ge

თბილისსა და სხვა ქალაქებში დღეიდან უდაბნოს მტვრის მასები გავრცელდება - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში, ასე­ვე, დე­და­ქა­ლაქ­ში 13 მარ­ტი­დან, ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში ფიქ­სირ­დე­ბა მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის (PM10, PM2.5) შემ­ცვე­ლო­ბის მა­ტე­ბა, რაც ძი­რი­თა­დად ტრანსსა­სა­ზღვრო და­ბინ­ძუ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა და სამ­ხრე­თი­დან უდაბ­ნოს მტვრის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ტრანსსა­სა­ზღვრო და­ბინ­ძუ­რე­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­კვე­ულ დღე­ებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა ანა­ლო­გი­უ­რი სი­ნოპ­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის დროს."სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აგ­რძე­ლებს ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის ხა­რის­ხის უწყვეტ მო­ნი­ტო­რინგს ავ­ტო­მა­ტუ­რი სად­გუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს გა­ეც­ნოს ინ­ფორ­მა­ცი­ას ჰა­ე­რის ხა­რის­ხის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ და მი­ი­ღოს ჯან­დაც­ვი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის ხა­რის­ხის პორ­ტალ­ზე: www.air.gov.ge“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz