როგორი იქნება განახლებული ნარიყალას ციხე, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება | Allnews.Ge

როგორი იქნება განახლებული ნარიყალას ციხე, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება

ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 13 მლნ ლარია.

nariyala111-1706614200-1710316119.jpg

„ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 13 მლნ ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის შემოდგომაზე არის დაგეგმილი. აღნიშნული რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდება როგორც ეზო, ასევე, გარე პერიმეტრი და მოეწყობა მხატვრულ-დეკორატიული მინათება. სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება. სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო“, - განაცხადა კახა კალაძემ.