მატრასის შეძენამდე ეს 3 წესი უნდა გავითვალისწინოთ | Allnews.Ge

მატრასის შეძენამდე ეს 3 წესი უნდა გავითვალისწინოთ

მატრასის შეძენა შეიძლება საკმაოდ სტრესული გამოდგეს. განსაკუთრებით, თუ მას ბინისა თუ სახლის მოწყობისას ბოლოსთვის მოვიტოვებთ (უმეტესად სწორედ ასე ხდება), თავიდან ტექნიკასა და რბილ ავეჯს მივხედავთ და შემდეგ საწოლი ოთახის ამ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს მივუბრუნდებით. თუმცა მატრასი ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ჯანსაღ ძილსა და შესაბამისად, ჩვენს ჯანმრთელობაზე.

გამოუცდელი თვალისთვის ყველა მატრასი ერთმანეთს გავს და ამიტომ, კარგი იქნება თუ გაეცნობით იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მატრასის შეძენამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. სტატიაში წარმოდგენილი სამი ძირითადი წესი დაგეხმარებათ მეტი თავდაჯერებით და სიმარტივით შეიძინოთ თქვენთვის სასურველი მატრასი.

1. გაეცანით მატრასების სხვადასხვა მასალებს

სანამ, მატრასს იყიდით, აუცილებლად უნდა ფლობდეთ ინფორმაციას მატრასის ყველაზე გავრცელებული ტიპების შესახებ.

შიდაზამბარიანი მატრასები ზამბარაზე დაფუძნებული სისტემით მზადდება და მათი ზედაპირი ტრადიციულად უფრო მხტუნავია. ამავდროულად, მსგავსი მატრასები გამოირჩევა ძლიერი მხარდაჭერით.

ლატექსის მატრასები გვთავაზობენ უფრო მეტ ელასტიურობას და რეაგირებას, ვიდრე შიდაზამბარიანი მატრასები. ასევე, ლატექსის მატრასი უფრო გრილად ძილის საშუალებას გვაძლევს.

მეხსიერების ქაფის მატრასი შექმნილია სხეულის კონტურისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წნევის შემცირება და მოძრაობის იზოლაცია. ის მთლიანად ერგება თქვენ სხეულს და ძალიან კარგი შენაძენია მათთვის, ვისაც ზურგის ტკივილი აწუხებს. თუმცა ასეთი მასალით დამზადებული მატრასის ტიპი გამოირჩევა სითბოს შენარჩუნებით და გრილად ძილის მოყვარულთათვის არახელსაყრელია.

ჰიბრიდული მატრასები აერთიანებს მეხსიერების ქაფს, ან ლატექსის ფენებს შიდა ზამბარის კონსტრუქციის თავზე. ასე იქმნება სიმსუბუქისა და სხეულის მხარდაჭერის დაჭერის იდეალური მიქსი.

საჰაერო მატრასი, სასურველ სიმტკიცემდე იბერება და როგორც წესი, ჰაერის თოთოეული მხარე იყენებს ცალკეულ საჰაერო კამერას, რათა ორი ადამიანი მაქსიმალურად კომფორტულად განთავსდეს მასზე.

2. ძილის პრობლემები

ლეიბის სწორი ტიპისა და სიმკვრივის დონის არჩევის გარდა, თქვენ ასევე უნდა გაითვალისწინოთ ნებისმიერი კონკრეტული საჭიროება, რომელიც ძილის დროს გაწუხებთ.

თუ თქვენ ძილის დროს ქრონიკულად გცხელათ, მაშინ გამაგრილებელი მატრასი დაგეხმარებათ დარჩეთ კომფორტულ ტემპერატურაზე მთელი ღამის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ფაქტორმა - როგორიცაა ფიზიკური მდგომარეობა და ზაფხულის სიცხე - შეიძლება წვლილი შეიტანოს ღამით ოფლიანობაში და მატრასი ამ პრობლემას ჯადოსნურად ვერ გააქრობს, ჩაშენებული გაგრილების ტექნოლოგიები და სპეციალური მასალები მაინც უზრუნველყოფენ შედარებით მსუბუქ და გრილ ძილს.

თუ ძილის დროს ზურგის ტკივილი გაწუხებთ, თქვენთვის საუკეთესო არჩევანი ქაფისგან დამზადებული მატრასი იქნება. ეს მასალა შეამსუბუქებს წნევას და ექნება საშუალო სიმკვრივის დონე საყრდენისა და ხერხემლის გასწორებისთვის. მატრასმა ზურგის ტკივილის პრობლემა შეიძლება ვერ გადაგიჭრათ, თუმცა სწორად შერჩეული მატრასი აუცილებლად იქნება იყოს ერთი დიდი ნაბიჯი დისკომფორტის შესამსუბუქებლად.

3. აუცილებლად შეაფასეთ მატრასი ადგილზე

მატრასების ასევე ფასდება სიმტკიცეზე დაყრდნობით. ზოგადად, ზედმეტად მაგარი ან ზედმეტად რბილი მატრასი შეიძლება საკმარისად არ უჭერდეს ხერხემალს მხარს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადგილზე გამოსცადოთ სხვადასხვა ტიპის მატრასი და სხეულით შეიგრძნოთ ისინი.

1. შეამოწმეთ ხერხემლის მხარდაჭერა და წნევის შემსუბუქება. გაატარეთ 5-დან 10 წუთამდე გვერდებზე, ზურგზე და მუცელზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ პოზიციას, რომელშიც ჩვეულებრივ გძინავთ. დარწმუნდით, რომ ზურგი არ აწვება და არ იძირება ლეიბში. დარწმუნდით, რომ თქვენი შეხების ძირითადი წერტილები კომფორტულადაა. (ზურგზე მძინარეებისთვის ეს არის მხრები, მენჯი და თავის უკანა ნაწილი; გვერდით მძინარეებისთვის - თეძოები, მხრები, მუხლები და მკლავები.)

2. შეაფასეთ კიდეების მხარდაჭერა. გადატრიალდით და ჩამოჯექით მატრასის კიდეზე. თუ ისეთი გრძნობა გაქვთ, რომ თითქოს გადავარდებით მაშინ სხვა მატრასი უნდა მოძებნოთ.

3. თუ თქვენ საწოლს სხვასთან ერთად იზიარებთ, მაშინ აუცილებლად შეიძინეთ ის პარტნიორთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ მატრასზე თავი ორივემ კომფორტულად იგრძნოთ. თუ ძილის დროს სხვადასხვა პრობლემები გაწუხებთ, აუცილებელია რომ მატრასის ტიპი, სიმკვრივე და სხვა მასალები ორივე თქვენგანს მაქსიმალურად აკმაყოფილებდეს. გირჩევთ, ასეთ შემთხვევაში ანტიალერგიული, ჰიბრიდული და საშუალო სიმკვრივის მატრასი აარჩიოთ.

(R)

myquiz