"მე და გვარამია კურსელები ვართ... მე ნიკას ვენდობი" - რას ამბობს გედევან ფოფხაძე "ახალში" გაწევრებაზე? | Allnews.Ge

"მე და გვარამია კურსელები ვართ... მე ნიკას ვენდობი" - რას ამბობს გედევან ფოფხაძე "ახალში" გაწევრებაზე?

რა­ღაც მო­მენ­ტში, მე და ნი­კას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­ოგ­რა­ფია გვქონ­და, მაგ­რამ პერ­სო­ნა­ლუ­რი მე­გობ­რო­ბა არ შეგ­ვი­წყვე­ტია, მე ნიკა გვა­რა­მი­ას ვენ­დო­ბი, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის - "ახა­ლი“ წევ­რმა გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნიკა გვა­რა­მი­ას არ უნდა უყუ­როს ისე, რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნეს, რად­გან ის ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და წიგ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც ქვეყ­ნის­თვის კარ­გი საქ­მის კე­თე­ბა შე­უძ­ლია.

გე­დე­ვან ფო­ფხა­ძის თქმით, ახლა სა­ქარ­თვე­ლო ის­ტო­რი­ის არას­წორ მხა­რე­საა, რაც, მათ შო­რის, მის­მა შეც­დო­მებ­მაც გა­ნა­პი­რო­ბა.

"ვინც ნიკა გვა­რა­მი­ას თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­უ­რო­ბას თვალს ადევ­ნებ­და, მათ­თვის ჩემი "ახალ­ში“ გა­წევ­რი­ა­ნე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ იქ­ნე­ბო­და. მე და ნიკა გვა­რა­მია კურ­სე­ლე­ბი ვართ, "რა? სად? რო­დის?“ - ბევ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ვი­თა­მა­შეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კას, რა­ღაც მო­მენ­ტში, მე და ნი­კას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­ოგ­რა­ფია გვქონ­და, მაგ­რამ პერ­სო­ნა­ლუ­რი მე­გობ­რო­ბა არ შეგ­ვი­წყვე­ტია.

ქვე­ყა­ნას, გა­ერ­თი­ა­ნე­ბის გარ­და, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ აქვს. არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც წელს ჩა­ტარ­დე­ბა, ის­ტო­რი­უ­ლია. შან­სია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რომ ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი და­იც­ვას. მე ძა­ლი­ან გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი ვარ იმით, რაც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­ა­კე­თა. მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი 9 წე­ლიც სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნა, სა­სა­მარ­თლო და ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი თა­ვის ია­რა­ღად აქ­ცია.

ამ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ოპო­ზი­ცი­ამ ძა­ლე­ბი არ გა­ვა­ერ­თი­ა­ნეთ, ჩა­კე­ტილ წრეს ვერ გა­ვარ­ღვევთ. ნიკა გვა­რა­მი­ას არ უნდა ვუ­ყუ­როთ ისე, რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე ადა­მი­ანს. ის წიგ­ნი­ე­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ამ ქვეყ­ნის­თვის კარ­გი აკე­თოს. მეც მაქვს ჩემი წარ­სუ­ლი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლად ვუ­ყუ­რებ, მაგ­რამ არ ვთვლი, რომ იმ პო­ლი­ტი­კუ­რი შეც­დო­მე­ბის გამო, რო­მელ­თა თა­ნა­ზი­ა­რიც გავ­ხდი, სახ­ლში უნდა წა­ვი­დე. ჩემი აზ­რით, მეტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, რომ აქ­ტი­უ­რი ვიყო და სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცია მქონ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პარ­ტია "ახალს“ ხუ­თპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს და ისი­ნი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ.

"მე ნიკა გვა­რა­მი­ას ვენ­დო­ბი. ვი­საც გა­მარ­ჯვე­ბა და ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა, მჯე­რა, რომ ის ამომ­რჩე­ვე­ლი ჩვენს პარ­ტი­ა­ში მი­ზი­დუ­ლო­ბის ძა­ლას და­ი­ნა­ხავს, რად­გან ჩვენ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ. ჩვენ მხო­ლოდ ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა არ გვინ­და, გვინ­და გა­მარ­ჯვე­ბა იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ის­ტო­რი­ის არას­წორ მხა­რეს არ ჩარ­ჩეს. ახლა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ნამ­დვი­ლად არას­წორ მხა­რე­საა, რაც ჩვენ­მა და ჩემ­მა შეც­დო­მებ­მაც გა­ნა­პი­რო­ბა. მგო­ნია, რომ ერ­თი­ა­ნო­ბა მთა­ვა­რი ნა­წი­ლია იმ ფორ­მუ­ლის, რა­საც გა­მარ­ჯვე­ბა ჰქვია. ამის­თვის უნდა ვი­მუ­შა­ოთ“, - აღ­ნიშ­ნა გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ გა­და­ცე­მა­ში.

myquiz