ავტომობილი 63 367 ლარად, მიწის ნაკვეთი 49 000 დოლარად - როგორია გრიგოლ ვაშაძისა და ნინო ანანიაშვილის ქონება? | Allnews.Ge

ავტომობილი 63 367 ლარად, მიწის ნაკვეთი 49 000 დოლარად - როგორია გრიგოლ ვაშაძისა და ნინო ანანიაშვილის ქონება?

საქართველოს პარლამენტის წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ დეკლარაცია 2024 წლის 29 თებერვალს შეავსო.

უკანასკნელი ინფორმაციით, ვაშაძისა და მისი მეუღლის, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის სახელზე შემდეგი სახის ქონება ფიქსირდება:

გრიგოლ ვაშაძე - 2007 წელს 20 000 დოლარად შეძენილი 500 კვ. მ. მიწის ნაკვეთი ქალაქ მცხეთაში; მსუბუქი ავტომობილი Mazda cx 5, რომელიც მან 2023 წელს 63 367 ლარად შეიძინა. რაც შეეხება სანაბკო ანგარიშს, ვაშაძის „თიბისი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 1705 ლარი უფიქსირდება.

2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველოს პარლამენტის აპარატიდან მისი, როგორც პარლამენტის წევრის შემოსავალი 41 799 ლარი იყო.

ნინო ანანიაშვილი - მის სახელზეა 30 000 ლარად 2018 წელს აშენებული 1177 კვ. მ. ფართობის სახლი; 2014 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნავდარაანთკარში 3 810 კვ. მ. მიწის ნაკვეთი შეძენილი 49 000 დოლარად; 2006 წელს, თელავის სოფელ წინანდალში 2030 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1 000 დოლარად და ამავე სოფელში 2007 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთი 1 401 კვ.მ. 1 200 დოლარად.

ნინო ანანიაშვილი ასევე ფლობს ავტომობილებს - Toyota Land Cruiser 100-ს, რომელიც მან 2005 წელს 55 000 დოლარად შეიძინა და Toyota Camry 2019-ს, რომელიც მან 2022 წელს 25 000 დოლარად იყიდა. იხილეთ სრულად

myquiz