რა ეტაპზეა ზოოპარკის მოწყობის სამუშაოები თბილისის ზღვაზე?
თბილისის ახალი ზოოპარკის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი დასრულების პირასაა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განუცხადა, ამჟამად ე.წ. „აფრიკის სავანის“ მშენებლობა მიმდინარეობს.
„ძველი ზოოპარკიდან ახალში მთლიანად გადაყვანილია კავკასიის ფაუნა - დათვები, მგლები, ფოცხვერები, 2 სახეობის ჯიხვი, ირმები, ნიამორები. გარდა ამისა, ახალ ზოოპარკში არიან აფრიკული მოხატული ძაღლები და აქლემები.
ამჟამად მიმდინარეობს ე.წ. „აფრიკის სავანის“ მშენებლობა, მტაცებლების ზამთრის ვოლიერის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება. ასევე მთავრდება ჩლიქოსნების შიდა ვოლიერების მოწყობაც“ - განაცხადა გურიელიძემ.
მისი თქმით, სრულად, ზოოპარკი დაახლოებით 48 ჰექტარზე იქნება განლაგებული, აქედან მარტო „აფრიკის სავანე“ 8-9 ჰექტარს დაიკავებს, თუმცა ზუსტი ფართობი მშენებლობების დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი. იხილეთ სრულად