„როდესაც თომას დედას შევხვდი, ვიფიქრე, რომ ჩემი შვილიც ასე უნდა გავზარდო“ – რას ჰყვება ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე კორეელ დედამთილზე | Allnews.Ge

„როდესაც თომას დედას შევხვდი, ვიფიქრე, რომ ჩემი შვილიც ასე უნდა გავზარდო“ – რას ჰყვება ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე კორეელ დედამთილზე

ბლოგერი სოფია კვინიკაძე, რომელიც სამხრეთ კორეაში ცხოვრობს და მუშაობს, ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეელ მამაკაცზე დაინიშნა.

ამჯერად სოფია საკუთარი საქმროს, თომას დედაზე საუბრობს და მას ახასიათებს:

„თომა ყოველთვის ხელებში შემომჩერებია - რამე ხომ არ მინდა, გამოდის, მამოწმებს. ეს ხასიათებში საიდან აქვს, მაშინ დავინახე, როდესაც დედამისს შევხვდი და ვიფიქრე, რომ ჩემი შვილიც ასე უნდა გავზარდო.

კაფეში ვისხედით, როგორც კი შეკვეთა მზად იყო, წამოვხტი, თომას არ დავაცადე და გავვარდი.. მოგვიანებით, გავიგონე, როგორ უსაყვედურა დედამ, რატომ გაუშვიო? რატომ მიდის ის ყავის მოსატანად, შენ რატომ არ წამოხტიო? ეს რომ უთხრა, ძალიან მესიამოვნა..

მეორე, რაც დამამახსოვრდა, გამოსაშვები საღამო იყო.. გამოსაშვებ საღამოზე უმეტესად კორეელი ოჯახები არიან, მხოლოდ და მხოლოდ, ძალიან ახლო ოჯახის წევრები მიჰყავთ.. სადაც თომა სწავლობს, ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტია კორეაში, უცხოელები საერთოდ არ იყვნენ გამოსაშვებ საღამოზე, მე რომ მათთან ერთად შევედი, ყველა გვიყურებდა, მე და თომა შევიშმუშნეთ, თომას დედა კი ძალიან თამამად იცინოდა, ძალიან ლაღად იყო. შემდეგ უცხო მამაკაცს ფოტოს გადაღება ვთხოვეთ, რომ გადაგვიღო, ცნობისმოყვარეობას ვერ მოერია და თომას დედას ჩემზე ჰკითხა: თქვენი შვილია? ჩვენ დავიბენით, თომას დედამ კი უთხრა: არა ჩემი რძალი გახლავთ", - ჰყვება სოფია კვინიკაძე.

myquiz