რას გეგმავს მერია გელოვანის გამზირსა და აღმაშენებლის ხეივანზე? | Allnews.Ge

რას გეგმავს მერია გელოვანის გამზირსა და აღმაშენებლის ხეივანზე?

ღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლები მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ისაუბრა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი კვანძი, შესაბამისად, მარშალ გელოვანის გამზირსა და აღმაშენებლის ხეივანზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლები აუცილებლად გაჩნდება. ეს არის რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს, პროცესს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ.

დისკომფორტი იქნება ყველასთვის, რადგან იქ საჭიროა ინფრასტრუქტურული ჩარევა, რაც საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იქნება. ურთულესი მონაკვეთია, მთელი ქალაქის წყალმომარაგება, გაზი მოდის ამ მაგისტრალიდან. შესაბამისად, რთული პროექტია, თუმცა, ამ გამოწვევასაც ისე გავუმკლავდებით, როგორც აქამდე სხვებს.

myquiz