ვინ არის და-ძმა, რომელთა ვიდეო ინტერნეტ-სივრცეს იპყრობს?
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ მედიაში გავრცელდა ქორწილის ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პატარა გოგონა თაიგულის დასაჭერად მიდის და მას ძმა აჩერებს. ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა.
კომენტარებში ყველა აღნიშნავდა და-ძმის გამორჩეულ გარეგნობას. კომენტარებში ხალხის აზრი ორად გაიყო. საზოგადოების ნაწილი მას სახალისოდ მიიჩნევდა, ნაწილი კი წერდა, რომ ძმამ გოგონა დაჩაგრა.
და-ძმა მარიამ და ირაკლი ვიბლიანები არიან. ვიდეო ინტერნეტში მარიამის და ირაკლის დამ, მეგიმ ატვირთა.
ფოტოზე: ირაკლი და მეგი ვიბლიანები
"ჩემი მამიდაშვილის ქორწილში ვიყავით, პატარძალს ძალიან ლამაზი, თეთრი თაიგული ეჭირა და როდესაც უნდა ესროლა, ჩემს დას, მარიამს ვუთხარი, მიდი, რა მარიამ, დაიჭირე და მომიტანე, არ მინდა, რომ გაპუტონ-თქო. თავიდან უარზე იყო, მერე ადგა მაინც მივიდა. ირაკლიმ რომ დაინახა, თაიგულის დასაჭერად მიდიოდა, უთხრა, რა თაიგულიო, სწორედ ეს მომენტი ჩანს ვიდეოში, მარიამმა მე შემომხედა გაბრაზებულმა, რატომ გამიშვიო. ვიდეოს გამოქვეყნებამდე სვანური სიმღერა დავადე, რომელიც ასე ითარგმნება, “გათხოვება როცა გინდა და თვალები გაქვს დიდი, მაგრამ საქმეს რომ გეტყვიან, მაშინ ამბობ, რომ ბავშვი ხარ”.
იქამდე მარიამსაც ვაჩვენე, დედასაც და ყველამ ბევრი ვიცინეთ. არ ველოდი თუ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა, მსოფლიოს მასშტაბით გახდა პოპულარული. საერთოდ, ირაკლი ძალიან მოსიყვარულე ძმაა, განსაკუთრებით მარიამისთვის, მე მათზე უფროსი ვარ და 11 წელია საქართველოდან წასული ვარ, ჩინეთში ვცხოვრობ. ესენი სულ ერთად არიან და გაგიჟებულები არიან ერთმანეთზე. კომენტარები რომ დაწერეს ირაკლიზე, მარიამი გაოცებული მეკითხებოდა, რატომ წერს ხალხი ამას, დაჩაგრული რატომ გამოვედიო. მე ხალხისაც მესმის, ნორმალური რეაქცია ჰქონდათ, ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა."- აცხადებს ის. იხილეთ სრულად