თბილისში ორ 13 წლის მოზარდს ეძებენ - რას აცხადებს ახლობელი გაუჩინარებულ ბიჭებზე?
თბილისში ორ ბიჭს ეძებენ. 13 წლის ცოტნე და ნიკოლოზი, გუშინ დილით სკოლაში ერთად წავიდნენ და მას შემდეგ ოჯახის წევრებს აღარ უნახავთ. როგორც დაკარგული ბიჭების ოჯახის წევრი მარიამ გათენაშვილი ambebi.ge-სთან ამბობს, მოზარდების ძებნაში პოლიცია ჩართულია. ბოლოს ორივე" გალერეაში უცნობ გოგონებთან ერთად ნახეს, მას შემდეგ ბიჭების კვალი გამქრალია
- ეს ბავშვები ჩემი ძმა და ჩემი პატარა მაზლი არიან, ორივე 13 წლის არის და მეგობრობენ. ვაზისუბანში ვცხოვრობთ და გუშინ დილით ერთად წავიდნენ სკოლაში. არცერთს თან არ ჰქონიათ ტელეფონები, გატეხილები აქვთ. სკოლის შემდეგ ქალაქში გასულან, ესეც მათი მეგობრის "სთორიში" ვნახე.
ამის შემდეგ კვალი ქრება, ამ ბავშვმაც არ იცის სად წავიდნენ. ჩემი მეგობარი "გალერიში" მუშაობს და იმას უნახავს ღამე, ცხრა საათზე ორ გოგონასთან ერთად, ოღონდ უცნობ გოგონებთან.
მათი სახელები და გვარებია ცოტნე გათენაშვილი და ნიკოლოზ ფარულავა. პოლიცია მაშინვე ჩავაყენეთ საქმის კურსში, ეძებენ. სხვა ნორმალური ფოტოები არ გვაქვს, ან სახეს მალავენ, ან რა ვიცი. ორივესთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და არაფერი არ მომხდარა ისეთი, რომ სახლიდან წასულიყვნენ. მაზლი ჩემთან ცხოვრობს და ჩემი ძმა მეზობლად და ხშირად რჩება ჩვენთან.
საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ თუ სადმე შენიშნეს, აუცილებლად დაგვიკავშირდნენ ამ ნომერზე: 599 33 63 89