სამტრედიაში, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირებით ერთი გარდაიცვალა - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა? | Allnews.Ge

სამტრედიაში, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირებით ერთი გარდაიცვალა - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა?

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ჯგუ­ფუ­რად გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 1 მარტს, ორმა პირ­მა, შემ­დგომ­ში გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პა­კე­ტებ­ში და­ფა­სო­ე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მე­თა­დო­ნი (ფუძე) სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მი­ი­ტა­ნეს და მდი­ნა­რის პი­რას ე.წ. "ლო­კა­ცი­ებ­ზე" გა­ნა­თავ­სეს.

გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, მათ ტე­ლე­ფო­ნის ფო­ტო­კა­მე­რით, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის კო­ორ­დი­ნა­ტე­ბის მი­თი­თე­ბით, თი­თო­ე­ულ ლო­კა­ცი­ას ფო­ტო­სუ­რა­თი გა­და­უ­ღეს, რათა შემ­დგომ­ში ისი­ნი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შემ­ძე­ნი პი­რე­ბის­თვის გა­და­ეგ­ზავ­ნათ.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ამ დრო­ის­თვის მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ ორი­ვე პირ­მა მო­იხ­მა­რა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რის შემ­დგო­მაც ერთ-ერთი მათ­გა­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. "სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 2 მარტს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19, 260-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და მეშ­ვი­დე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ჯგუ­ფუ­რად გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტი) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თო­თხმე­ტი­დან ოც წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და.

3 მარტს, შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ე.წ. "ლო­კა­ცი­ე­ბი­დან" ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ 24 ცა­ლად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი და გან­თავ­სე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბის - 3,35 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ამო­ი­ღეს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბით გარ­დაც­ვლილ პირს, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად და­ი­ნიშ­ნა შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა. პრო­კუ­რა­ტუ­რა ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბის მი­მართ მკაცრ სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კას ატა­რებს, რა­საც მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz