"როცა პირველად შევხვდი ქართველ მეგობრებს, მითხრეს, რომ ჩემი სახელი გუდნი იოჰანესონი ქართულ ენაზე ითარგმნებოდა, როგორც გუდუნა ივანიშვილი"- ისლანდიის პრეზიდენტი
ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გავამახვილეთ მწვანე ენერგიაზე. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით შეგვიძლია, ჩვენი ურთიერთობა უფრო გავაღრმაოთ, - ამის შესახებ ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ისლანდიის პრეზიდენტის თქმით, ამის მაგალითი გვაქვს ახალქალაქში, სადაც ისლანდიური კომპანია მონაწილეობს [მწვანე ენერგიის] ჩამოყალიბებაში.
„რაც შეეხება საქართველოში ვიზიტს, ჩვენი ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გავამახვილეთ მწვანე ენერგიაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით შეგვიძლია, ჩვენი ურთიერთობა უფრო გავაღრმაოთ. ამის მაგალითი გვაქვს ახალქალაქში, სადაც ისლანდიური კომპანია მონაწილეობს ჩამოყალიბებაში და ამ მიმართულებით დამატებით თანამშრომლობას მივესალმებით. როდესაც ბაქოსა და ისლანდიას შორის პარტნიორობა ყალიბდებოდა, სხვადასხვა მწვანე საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა შევინარჩუნეთ. შესაბამისად, საქართველოს და რეიკიავიკს რაც აერთიანებს არის თბილი აბანოები. როგორც ვიცით, თბილი აბანოები არის თბილისშიც და რეიკიავიკშიც. ამ მიმართულებით ჩვენ გვჯერა, რომ ისლანდიას აქვს, რაღაც, რაც შეუძლია შესთავაზოს საქართველოს და ამ მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობის ახალი ხიდები ვეძებოთ საქართველოში.
როგორც ვიცი, საქართველოს აქვს ძალიან დიდი ლიტერატურული მარაგი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით რუსთაველის დარბაზში. ხვალ ჩვენ გვექნება პატივი, ხელი მოვაწეროთ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ისლანდიისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, რომლის საფუძველზე ლიტერატურისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით შედგება მიმოცვლა ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის. ამაზე არ უნდა გავჩერდეთ.
აგრეთვე, შეიძლება ტურიზმიც წახალისდეს. რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან საინტერესო ადგილზე მდებარეობს, სადაც შევხვდებით როგორც საზღვაო სანაპიროებს, ასევე მთებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩემი ვიზიტის შემდეგ ისლანდიელების ინტერესი უფრო გაიზრდება საქართველოს მიმართ“, - განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა.
ისლანდიის პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც პირველად შეხვდა ქართველ მეგობრებს, მათ უთხრეს, რომ მისი სახელი - გუდნი იოჰანესონი ქართულ ენაზე თარგმნილი იქნებოდა, როგორც გუდუნა ივანიშვილი.
„ახლა მსურს, დავუბრუნდე ჩემს პირად ინტერესებს, მე მახსოვს, როდესაც პირველად შევხვდი ქართველ მეგობრებს, მათ მითხრეს, რომ ჩემი სახელი - გუდნი იოჰანესონი ქართულ ენაზე თარგმნილი იქნებოდა, როგორც გუდუნა ივანიშვილი. მე მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო საქართველოში ცნობილი მომავალი დღეების განმავლობაში.
მე მოხარული ვარ, რომ დედაქალაქის მიღმაც მოგვეცა ქვეყნის დათვალიერების საშუალება. საერთაშორისო ვიზიტით ჩამოსულებს ყოველთვის მოვუწოდებ, რომ გავიდნენ ქალაქის გარეთ. ასე რომ, გუდუნა ივანიშვილი მოხარულია, რომ დღეს საქართველოშია. მე ასევე ჩემმა მეგობრებმა მასწავლეს რამდენიმე სიტყვა - „მე შენ მიყვარხარ“. მადლობას გიხდით საქართველოს და ქართველებს მასპინძლობისთვის“, - განაცხადა გუდნი იოჰანესონმა.