რა უფასო გამოკვლევები, ვიზიტები და მკურნალობა ეკუთვნით სახელმწიფოსაგან 6-17 წლის ასაკის მოზარდებს? | Allnews.Ge

რა უფასო გამოკვლევები, ვიზიტები და მკურნალობა ეკუთვნით სახელმწიფოსაგან 6-17 წლის ასაკის მოზარდებს?

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 6-17 წლის ასაკის მოზარდებისათვის სხვადასხვა უფასო სამედიცინო სერვისის მიწოდებას ითვალისწინებს. კერძოდ:

  • ოჯახის ან სოფლის ექიმისა და ექთნის მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურებას ბინაზე;
  • პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფას (აცრა-ვიზიტი);
  • ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკფაქტორების შეფასებას;პრევენციულ ღონისძიებებს;
  • დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მართვას;
  • ფტიზიატრიული, ფსიქიატრიული და ენდოკრინული პაციენტების გამოვლენას და რეფერალს სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
  • ინკურაბელური და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობას;
  • სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, მომსახურებას ბინაზე;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა;
  • სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო ცნობის, დასკვნის და რეცეპტების გაცემა (გარდა ავტომობილის მართვის მოწმობის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობისა).

იხილეთ სრულად

myquiz