"ბარსელონა და პსჟ? რა თქმა უნდა, არის შემოთავაზებები..." - დარჩება თუ არა "ნაპოლში" კვარა: რას აცხადებს ხვიჩა კავარცხელიას მამა | Allnews.Ge

"ბარსელონა და პსჟ? რა თქმა უნდა, არის შემოთავაზებები..." - დარჩება თუ არა "ნაპოლში" კვარა: რას აცხადებს ხვიჩა კავარცხელიას მამა

ფაბ­რი­ციო რო­მა­ნო სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მა­მის, ბად­რის გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

"ჩემი აზ­რით, ხვი­ჩა მო­მა­ვალ სე­ზონ­შიც "ნა­პო­ლი­ში" დარ­ჩე­ნას აირ­ჩევს, თუმ­ცა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მხო­ლოდ მას შე­უძ­ლია. დარ­ჩე­ბა თუ არა ნე­ა­პოლ­ში, მე მის ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს ვცემ".

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გა­და­ბი­რე­ბა ევ­რო­პულ გუნ­დებს სურთ, მათ შო­რის "ბარ­სე­ლო­ნა­საც". ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას აგენ­ტის, მა­მუ­კა ჯუ­ღე­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, ყვე­ლა­ფე­რი მა­ის­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი: "ბარ­სე­ლო­ნა და პსჟ? რა თქმა უნდა, არის შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პუ­ლი კლუ­ბე­ბი­დან, ბო­ლოს და ბო­ლოს, რო­გორ არ უნდა იყოს?! მა­ის­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა“, - ამ­ბობს მა­მუ­კა ჯუ­ღე­ლი.

myquiz