ვის აღარ მოსთხოვენ დასაქმებისას ნარკოლოგიურ შემოწმებას? - ინიციატივას პარლამენტი განიხილავს | Allnews.Ge

ვის აღარ მოსთხოვენ დასაქმებისას ნარკოლოგიურ შემოწმებას? - ინიციატივას პარლამენტი განიხილავს

სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის გავ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბათ.

უქ­მდე­ბა "კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის, მი­ნის­ტრე­ბის, მათი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე­ე­ბი­სა და მო­ად­გი­ლე­ე­ბის, ასე­ვე აფხა­ზე­თი­სა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო­ე­ბის წევ­რე­ბი­სა და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის მიერ ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის გავ­ლას­თან. შე­სა­ბა­მი­სად, უქ­მდე­ბა ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის გავ­ლის­თვის თა­ვის არი­დე­ბა­ზე დად­გე­ნი­ლი ჯა­რი­მა, რომ­ლის ოდე­ნო­ბაც 500 ლა­რია.

ეს ერთ-ერთი ცვლი­ლე­ბაა “კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბა­თა შო­რის, რო­მე­ლიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა მო­ამ­ზა­დეს. პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, კა­ნო­ნი­დან ამო­დის მუხ­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს უფ­რო­სის მიერ მის­თვის დად­გე­ნილ ვა­და­ში ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­როს და ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს შე­სა­ბა­მი­სი ცნო­ბა წა­რუდ­გი­ნოს, რა დო­კუ­მენ­ტიც ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი კა­ნო­ნით სა­ჯა­როა და ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე ქვეყ­ნდე­ბა.

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბი - ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი, ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რი, ირაკ­ლი შა­ტა­კიშ­ვი­ლი, და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძე, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე ტა­ბა­ტა­ძე.

myquiz