დედას შვილები 11 წელი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, უკრძალავდა ჭამას და დაბანას- ისტორია რუს მკერავ ქალზე, რომელიც საშინელებათა ფილმს მოგაგონებთ | Allnews.Ge

დედას შვილები 11 წელი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, უკრძალავდა ჭამას და დაბანას- ისტორია რუს მკერავ ქალზე, რომელიც საშინელებათა ფილმს მოგაგონებთ

შემ­ზა­რა­ვი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და რუს მკე­რავ ქალ­ზე დინა აზი­ზო­ვა­ზე მოგ­ვი­თხრობს, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ სამ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ჩე­ლი­ა­ბინ­სკის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ახალ სახ­ლში გა­დას­ვლის დღი­დან, ქალ­მა თა­ვი­სი ორი ქა­ლიშ­ვი­ლი და ვაჟი სამ­ყა­როს ჩა­მო­ა­შო­რა, მათ გა­რეთ გას­ვლა აუკ­რძა­ლა. გო­გო­ე­ბი­დან უფ­როს­მა, და­რი­ნა წლე­ბის შემ­დეგ შეძ­ლო მე­დი­ას­თან ესა­უბ­რა დე­და­ზე, რო­მე­ლიც შვი­ლებს სას­ტი­კად ექ­ცე­ო­და.

მხო­ლოდ 2019 წელს გა­ირ­კვა, რომ დინა აზი­ზო­ვას შვი­ლებს 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­კე­ტილ სახ­ლში ჰყავ­და. ბავ­შვებს აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ და­ბა­ნა და ჭამა, დე­დის გა­რე­შე. დე­დამ მისი თქმით შე­უქ­მნა "იდე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო", რათა შვი­ლე­ბი სას­ტი­კი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან და­ეც­ვა, ხოლო თა­ვად მუდ­მი­ვად სცემ­და მათ.

700x387-0xyncun18v-9576356543524280059-73190-1708851204.jpg

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქალი ინ­ტერ­ნეტ­ში შექ­მნა ბლო­გი, სა­დაც შვი­ლე­ბის ვი­დე­ო­ებს აქ­ვეყ­ნებ­და. მა­ყუ­რე­ბე­ლი გრძნობ­და, რომ რა­ღაც წეს­რიგ­ში არ იყო: გო­გო­ნე­ბი ისე ლა­პა­რა­კობ­დნენ, თით­ქოს ია­რა­ღით ემუქ­რე­ბო­დათ ვინ­მე, ეში­ნო­დათ დე­დის­თვის შე­ხედ­ვის, რო­მელ­საც ამ დროს კა­მე­რა ეჭი­რა. სხვა­თა შო­რის, რო­დე­საც ბავ­შვებ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხეს და ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა, მე­ზობ­ლებ­მა აღი­ა­რეს, რომ ყვი­რი­ლის ხმა ხში­რად ეს­მო­დათ, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ის­თვის შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ჭი­როდ არ ჩათ­ვა­ლეს...

ქალ­მა, რო­მე­ლიც თმას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ქე­რად იღე­ბავ­და, გა­და­წყვი­ტა თმის ფერი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვი­საც შე­ეც­ვა­ლა. უფ­რო­სი გო­გო­ნა და­რი­ნა იხ­სე­ნებს, რომ დე­და­მი­სი ჯერ კი­დევ ექ­ვსი წლის ასაკ­ში ცდი­ლობ­და მის­თვის თმა ქე­რად შე­ე­ღე­ბა.

"მე­გობ­რებ­მა უსაყ­ვე­დუ­რეს, რომ ექ­ვსი წლის ასაკ­ში თმა რო­გორ შე­მი­ღე­ბა, მაგ­რამ მო­ი­გო­ნა, რომ თით­ქოს შამ­პუ­ნი შე­ე­შა­ლა და რე­ა­ლუ­რად თმის გა­სა­ღი­ა­ვე­ბე­ლით დამ­ბა­ნა,13 წლის ასაკ­ში უკვე ქე­რად მქონ­და თმა შე­ღე­ბი­ლი, უმ­ცროს დას დი­ა­ნას - თმა ექ­ვსი წლის ასაკ­ში შე­უ­ღე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ვე­რა­ვინ ვე­ღარ გვხე­დავ­და, რად­გან ხალ­ხთან კონ­ტაქ­ტი უკვე და­კარ­გუ­ლი გვქონ­და.“ - ამ­ბობს გო­გო­ნა. იხილეთ სრულად

myquiz