მიტოვებული სახლებით სავსე სოფლები საქართველოში და ადამიანები, რომლებიც იქაურობას ახალისებენ
მაღალმთიან სოფლები, რომლებიც მოსახლეობისგან თითქმის დაცლილია, აქა-იქ, მაგრამ სკოლები მაინც ფუნქციონირებს და კლასში ერთი მოსწავლეც რომ ჰყავდეთ, ზარი სკოლაში მაინც ირეკება. ასეთ სოფლებში ზამთარიც მკაცრი იცის, თოვლიც ხანგრძლივად დევს.
გვინდა რამდენიმე სოფლის მაგალითზე, გაგცნოთ, თუ რა სიტუაციაა ასეთი სოფლის სკოლებში. რა პრობლემის წინაშე უწევთ ადამიანებს ყოფნა, როგორ ართმევენ თავს ამ სირთულეებს.ლუი შანიძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ გორგაძეების სკოლაში ასწავლის. 25 წლის ლუი შანიძე ქობულეთში დაიბადა, სკოლაც იქ დაამთავრა. 8 წელი ბათუმში იცხოვრა, რადგან უნივერსიტეტში სწავლობდა. მერე საკუთარი ნებით გადაწყვიტა პედაგოგიური პრაქტიკა მაღალმთიან რეგიონში გაევლო და ეს სურვილი სწრაფად აუსრულდა.
ლუი შანიძე:
- აქ უმეტესად ცივა, თოვლი აპრილამდე იცის. ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მშვიდად და კომფორტულად ვარ. თუ იქ ხარ, სადაც შენს საყვარელ საქმეს აკეთებ და ამას აფასებენ, მაშინ ცხოვრებაში სწორი ადგილი გიპოვია. სკოლა, სადაც ვმუშაობ, 9-კლასიანია, 24 მოსწავლეა და 13 მასწავლებელი ვართ. ფიზიკის პედაგოგი არ გვყავს საერთოდ და ამ საგანს ვერავინ ითავსებს. მასწავლებლებიდან ქალი მხოლოდ მე ვარ, სულ მამაკაცები არიან... მე-5 და მე-6 კლასები შეერთებულია, მათი დამრიგებელი ვარ. ერთი მოსწავლეა მე-6 კლასში (ცოტა ხანში ისიც სხვაგან აპირებს გადასვლას) და 3 მოსწავლე - მე-5-ში. თითოეული კლასი თავის პროგრამას გადის. რადგან ცოტა ბავშვია, ერთ გაკვეთილზე დროს ორივე კლასს თანაბრად ვუნაწილებ. ასევე ერთი მოსწავლეა მეშვიდე კლასში.
გასულ სასწავლო წელს, ქობულეთში სკოლაში ვასწავლიდი, სადაც თითო კლასში 20 მოსწავლემდე იყო. ბევრ ბავშვთან მუშაობას შეჩვეული ვიყავი. აქ თავიდან დროის მენეჯმენტის მხრივ ცოტა გამიჭირდა. რთული იყო, მაგრამ უკვე შევეგუე... მთაში ბავშვები სხვანაირები არიან, ესენი გაჯეტებზე დამოკიდებულები არ არიან. მომწონს, როცა სკოლაში მოდიან და ტელეფონში არ აქვთ თავი ჩარგული. თოვლში საგუნდაოდ გადიან, თუ არადა, რაღაც თამაშობებით ერთობიან. განვითარებულებიც არიან, ყველაფერი ძალიან კარგად ესმით - ტექნიკაც აქვთ და კომპიუტერიც. საკმაოდ მდიდარი სოფელია, მაგრამ მოსწავლეები მხოლოდ კომპიუტერით არ არიან მოცულები. ჯანსაღი გარემოა, ბავშვები მშობლებს საოჯახო საქმეებში ეხმარებიან. მშობლები ამ შრომას არ აიძულებენ, პატარები თვითონ აქტიურობენ. როცა ხედავენ, უფროსებს ამდენი საქმე აქვთ, თვითონაც ერთვებიან. უყვართ ცხოველები, ბუნება... იხილეთ სრულად