10 ხერხი, როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი სმარტფონს - ციფრული დეტოქსიკაციის სპეციალისტის რჩევები | Allnews.Ge

10 ხერხი, როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი სმარტფონს - ციფრული დეტოქსიკაციის სპეციალისტის რჩევები

მშობლების შეშფოთება შვილების სმარტფონზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, სრულიან სამართლიანია. სამეცნიერო კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ ბავშვისთვის დღეში ორ საათზე მეტი დროის ეკრანის წინ გატარება საზიანოა; ეკრანდამოკიდებულებამ შეიძლება ბავშვის ინტელექტისა და ჯანმრთელობისთვის საშიში შედეგები გამოიწვიოს.

ციფრული დეტოქსიკაციის სპეციალისტი გვირჩევს, თუ როგორ უნდა დაძლიოთ ბავშვის დამოკიდებულება გაჯეტებზე.

1. დაიწყეთ საკუთარი თავით

ბავშვი რომ ეკრანს გადააჩვიოთ, ამისთვის საუკეთესო გზა ის იქნება, თუ მის თვალწინ თქვენც გამუდმებით ტელეფონში ან კომპიუტერში არ იქნებით თავჩარგული. შეხედეთ საკუთარ თავს შორიდან და საჭიროების შემთხვევაში , ეცადეთ, თქვენი საქციელი მისაბაძი იყოს ბავშვისთვის.

2. ჩამოაყალიბეთ წესები

წესები უნდა იყოს რაც შეიძლება მკაფიო და მარტივი, რათა მათმა დარღვევამ ხშირად არ მოგიწიოთ. „ეკრანის დრო“ დღის გარკვეულ მონაკვეთებს და სახლში გარკვეულ ადგილებს დაუკავშირეთ და ამ წესის დაცვაც და მისი კონტროლიც უფრო გაგიადვილდებათ. მაგალითად: „არანაირი კრანი საუზმემდე“, „არანაირი გაჯეტი საძინებელში შუქის ჩაქრობის შემდეგ“.

3. განიხილეთ წესების დარღვევის შედეგები

აუცილებელია, ბავშვებმა ნათლად გაიგონ, რა ელის მათ, თუ ისინი არ დაიცავენ „ეკრანის წესებს“ და მზად უნდა იყვნენ სასჯელის მისაღებად. შედეგები კონკრეტული დარღვევის ტოლფასი უნდა იყოს, არც ისე უმნიშვნელო, მაგრამ არც ისე მძიმე. მათი შესრულება გარდაუვალი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველანაირი წესი და მოლაპარაკება აზრს დაკარგავს.

4. აუხსენით უსაფრთხოების წესები

ინტერნეტში უამრავი „ხაფანგია“ ამა თუ იმ საეჭვო შინაარსის საიტზე „შესატყუებლად“. ამიტომ აუხსენით ბავშვს, რას არ უნდა დააკლიკოს, რომელი ბანერი ან წარწერებია საეჭვო და სახიფათო.

5. დადგით „სმარტფონის ყუთი

“საგანგებოდ დადგით სახლში ყუთი, კალათა ან სხვა კონტეინერი, სადაც მთელი ოჯახის ტელეფონებს შეინახავთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ „ცენტრალური დამტენი ადგილი“ გაჯეტების შეგროვების პუნქტად აქციოთ. სახლში შესვლისთანავე ოჯახის ყველა წევრი სმარტფონებს ამ ადგილას დატოვებს და თავის საქმეებს მიუბრუნდება. კარგი იქნება, ეს სტუმრებსაც სთხოვოთ.

იხილეთ სრულად

myquiz