ვინ არის დიმიტრი ნარსია, რომელიც American Idol-ში გამოვა? | Allnews.Ge

ვინ არის დიმიტრი ნარსია, რომელიც American Idol-ში გამოვა?

2 დღის წინ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა გო­გო­ნამ, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­მა, ტრე­ნერ­მა და სპი­კერ­მა, ჩემ­თვის ძვირ­ფას­მა ლალო ნე­ბი­ე­რი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, ნი­ჭი­ე­რი ბიჭი ნარს ტე­ი­ლო­რი (დი­მიტ­რი ნარ­სია) American Idol-ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მო­ნა­წი­ლე­ობს.

ეს სწო­რედ ის ამე­რი­კუ­ლი კონ­კურ­სია, სა­დაც ერთი წლის წინ გა­მორ­ჩე­უ­ლი, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ნარ­სის გა­მოს­ვლას American Idol-ში 18 თე­ბერ­ვალს ABC Network-ის და Hulu-ს ეთერ­ში ვი­ხი­ლავთ. შე­ვი­ტყობთ, რა შე­დე­გით და­ას­რუ­ლა პრო­ექ­ტი ქარ­თველ­მა მო­ნა­წი­ლემ.

ნარს ტე­ი­ლო­რი თა­ვის გა­მოს­ვლას ერთი წლის წინ გარ­დაც­ვლილ დე­დას უძღვნის. მან თა­ვის ინ­სტაგ­რამ-გვერ­დზე სტა­ტუ­სიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა:"დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღეა ჩემ­თვის, რად­გან დე­და­ჩე­მის და­ბა­დე­ბის დღეა და ეს არის სი­ურპრი­ზი, რო­მე­ლიც მინ­და, მას მი­ვუ­ძღვნა! ერთი წე­ლია, რაც ჩემ­თან აღარ ხარ, მაგ­რამ იცო­დე, ჩე­მით ია­მა­ყებ. დედა, მე­ნატ­რე­ბი და ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ! ეს გა­მოს­ვლა შენ გე­ძღვნე­ბა!"

idol-53708-1708322101.jpg

ლალო ნე­ბი­ე­რი­ძე, რო­მე­ლიც American Idol-მა ნარსთან სა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ოდ პრო­ექ­ტზე თარ­ჯიმ­ნად მი­იწ­ვია, რამ­დე­ნი­მე დღეა, თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბა. ცხა­დია, მას შე­დე­გებ­ზე ვე­რა­ფერს ვკი­თხავ­დი, წი­ნას­წარ დე­ტა­ლებ­საც ვერ გა­მიმ­ხელ­და, მაგ­რამ ნარს ტე­ი­ლორ­ზე, კონ­კურ­სის ატ­მოს­ფე­რო­სა და მო­ნა­წი­ლე­თა ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე მა­ინც ვთხო­ვე, მო­ე­ყო­ლა. იხილეთ სრულად

myquiz