ვისთან დაიცავს ტიტულს ილია თოფურია და ვის დაუპირისპირდება მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლაში? - რა ვიცით სამომავლო შანსებზე | Allnews.Ge

ვისთან დაიცავს ტიტულს ილია თოფურია და ვის დაუპირისპირდება მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლაში? - რა ვიცით სამომავლო შანსებზე

სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში უზარ­მა­ზა­რი თავი და­ი­წე­რა და ამ თავს ბო­ლო­ში ხელს აწე­რენ ილია თო­ფუ­რია და მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი.

გამ­თე­ნი­ას კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ანა­ჰე­იმ­ში UFC 298 გა­ი­მარ­თა. ტურ­ნი­რის მთა­ვა­რი შეხ­ვედ­რა აწ უკვე ყო­ფი­ლი ჩემ­პი­ო­ნის, ალექ­სან­დრ ვოლ­კა­ნოვ­სკი­სა და ილია თო­ფუ­რი­ას და­პი­რის­პი­რე­ბა იყო. თო­ფუ­რია პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია, ვინც UFC-ის ტი­ტულ­ზე გა­იბ­რძო­ლა.

შეხ­ვედ­რა და­გეგ­მი­ლი 5 რა­უნ­დის ნაც­ვლად, 2 რა­უნ­დი გაგ­რძელ­და, მე­ო­რე ხუთ წუთ­ში ილი­ამ ვოლ­კა­ნოვ­სკი ბრუ­ტა­ლუ­რად და­ა­ნო­კა­უ­ტა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 12-წლი­ან კა­რი­ე­რა­ში ავ­სტრა­ლი­ე­ლი ჩემ­პი­ო­ნი აქამ­დე არას­დროს და­მარ­ცხე­ბუ­ლა ნა­ხევ­რადმსუ­ბუქ წო­ნა­ში.ტურ­ნირ­ზე ასე­ვე იბ­რძო­ლა, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მაც, რო­მელ­მაც ლე­გენ­და­რულ ჰენ­რი სეჰუ­დოს 3 რა­უნ­დი­ან ბრძო­ლა­ში მსა­ჯე­ბის ერ­თსუ­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სძლია. UFC-ის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, მე­რაბს ტი­ტულ­ზე ბრძო­ლა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს.

topuria3-40212-1708321992.png

გან­ვი­ხი­ლოთ, ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რი და მო­მა­ვა­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი. ილია თო­ფუ­რი­ას დი­ვი­ზი­ო­ნი ალექს ვოლ­კა­ნოვ­სკიმ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად "გაწ­მინ­და“. "ვოლ­კი" ყო­ველ­თვის ძლი­ერ ოპო­ნენ­ტებ­თან ბრძო­ლის მომ­ხრე იყო, შე­სა­ბა­მი­სად რე­ი­ტინ­გში მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე სპორ­ტსმე­ნი, ალექსს და­მარ­ცხე­ბუ­ლი ჰყავს.

ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ახლა რე­ი­ტინ­გი:

ჩემ­პი­ო­ნი: ილია თო­ფუ­რია

1. ალექს ვოლ­კა­ნოვ­სკი

2. მაქს ჰო­ლო­ვეი

3. იაირ როდ­რი­გე­სი

4. ბრა­ი­ან ორ­ტე­გა

5. მოვ­სარ ევ­ლო­ე­ვი

ალექს ვოლ­კა­ნოვ­სკი - ვოლკს ბოლო 5 თვე საკ­მა­ოდ მძი­მე ჰქონ­და. ოქ­ტომ­ბერ­ში მან მსუ­ბუქ წო­ნა­ში ის­ლამ მა­ხა­ჩევ­თან რე­მატ­ჩი გა­მარ­თა და მძი­მედ და­ნო­კა­უტ­და. რო­გორც წესი, ასე­თი წა­გე­ბე­ბის შემ­დეგ, მებ­რძო­ლე­ბი სულ მცი­რე, ნა­ხე­ვა­რი წელი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დი­ან. სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში, საბ­რძო­ლო სპორ­ტში 3 თვე არის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ბა­ნა­კის იდე­ა­ლუ­რი პე­რი­ო­დი. ვოლ­კა­ნოვ­სკიმ კი მა­ხა­ჩევ­თან მძი­მე მარ­ცხის შემ­დეგ, სწრა­ფად მო­ი­სურ­ვა დაბ­რუ­ნე­ბა და რე­პუ­ტა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბა, რად­გან ბევ­რმა ფან­მა ის ჩა­მო­წე­რა. გა­მო­დის, რომ მას ნორ­მა­ლუ­რად რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც არ ჰქონ­და გავ­ლი­ლი, ისე მი­ი­ღო ახა­ლი ბრძო­ლა. ახლა, რო­დე­საც უკვე მე­ო­რედ ისევ მძი­მედ და­ნო­კა­უტ­და, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ მალე დაბ­რუნ­დეს. ის და­ის­ვე­ნებს, ოჯახ­თან გა­ა­ტა­რებს დროს, გა­და­ა­ფა­სებს მომ­ხდარს, მომ­ჯო­ბინ­დე­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ წლის ბო­ლოს ვი­ხი­ლავთ საქ­მე­ში. შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ თო­ფუ­რია-ვოლ­კის რე­მატჩს ამ ეტაპ­ზე არ ვი­ხი­ლავთ.

მაქს ჰო­ლო­ვეი - ლე­გენ­და­რუ­ლი ჰა­ვა­ე­ლი მებ­რძო­ლი შემ­დე­გია პო­ტენ­ცი­ურ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­ში. ჰო­ლო­ვეი თა­ვის დრო­ზე ვოლ­კა­ნოვ­სკიმ გა­ჭე­და - ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას უგებ­და, თუმ­ცა ავ­სტრა­ლი­ელ­თან სამ­ჯერ და­მარ­ცხდა და ვერა და ვერ და­იბ­რუ­ნა ტი­ტუ­ლი. 2023 წელს მაქსმა 2 ბრძო­ლა გა­მარ­თა და ორი­ვე­ში გა­ი­მარ­ჯვა. მას ტი­ტულ­ზე ბრძო­ლა ეკუთ­ვნის, თუმ­ცა თო­ფუ­რი­ას მი­ნი­მუმ 2-3 თვე უნდა და­ე­ლო­დოს, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­ირ­კვე­ვა სა­ვა­რა­უ­დო თა­რი­ღი. ზუს­ტად ამ შუ­ა­ლედ­ში ჰო­ლო­ვეი მსუ­ბუქ წო­ნა­ში შეხ­ვდე­ბა ჯას­ტინ გე­ი­ჯის, რო­მე­ლიც ურ­თუ­ლე­სი მო­წი­ნა­აღ­მდე­გეა. რო­გორც არ უნდა მორ­ჩეს ის ბრძო­ლა, ჰო­ლო­ვეი სწრა­ფად ვერ დაბ­რუნ­დე­ბა და დას­ჭირ­დე­ბა აღ­დგე­ნა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ეს დრო და­ახ­ლო­ე­ბით და­ემ­თხვე­ვა ილი­ას მომ­დევ­ნო ბრძო­ლას, შე­სა­ბა­მი­სად, ილია და მაქ­სი ამ ეტაპ­ზე ვერ შეხ­ვდე­ბი­ან.

იაირ როდ­რი­გე­სი - მექ­სი­კე­ლი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად სა­ნა­ხა­ობ­რი­ვად იბ­რძვის და ნამ­დვილ შოუს დგამს, შე­სა­შუ­რი შე­დე­გე­ბით არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. 2023 წლის ივ­ლის­ში ვოლ­კა­ნოვ­სკიმ მას გა­და­უ­ა­რა და იმის მერე როდ­რი­გესს აღარ უჩხუ­ბია. მისი და ილი­ას შეხ­ვედ­რა, ნამ­დვი­ლად დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს, აუ­ცი­ლებ­ლად ლა­მაზ ბრძო­ლას მი­ი­ღებს პუბ­ლი­კა და რე­ა­ლუ­რად, თო­ფუ­რი­ას­თვის ია­ი­რი დიდ საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს. როდ­რი­გესს ტი­ტულ­ზე ბრძო­ლა არ ეკუთ­ვნის, მაგ­რამ თუ ამას თო­ფუ­რია მო­ი­სურ­ვებს, დე­ი­ნა უა­ი­თი ორ­გა­ნი­ზე­ბას გა­უ­წევს.

ბრა­ი­ან ორ­ტე­გა - ორ­ტე­გა მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში აქ­ტი­უ­რი იყო და არა­ერ­თხელ და­ა­ფიქ­სი­რა თო­ფუ­რი­ას­თან ბრძო­ლის სურ­ვი­ლი. თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე არც ბრა­ი­ა­ნი იმ­სა­ხუ­რებს ტი­ტუ­ლის­თვის ბრძო­ლას, ის ჯერ ალექს ვოლ­კა­ნოვ­სკიმ უსას­ტი­კე­სად და­ა­მარ­ცხა, შემ­დეგ ია­ირ­თან წა­ა­გო, ტრავ­მის გამო. ზე­დი­ზედ ორი წა­გე­ბის შემ­დეგ მას ტი­ტუ­ლის­თვის ბრძო­ლის უფ­ლე­ბას არა­ვინ მის­ცემს.

მოვ­სარ ევ­ლო­ე­ვი - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოვ­სა­რი მე­ხუ­თე ად­გილ­ზეა, ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ყვე­ლა­ზე დიდ ძა­ლას წარ­მო­ად­გენს და და­ნარ­ჩე­ნებ­თან შე­და­რე­ბით თო­ფუ­რი­ას­თვის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. ინ­გუ­ში მებ­რძო­ლი ისე­დაც დიდი ხა­ნია ილი­ას "კბენს“ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ხოლო მისი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი აჟი­ტი­რე­ბუ­ლი დას­დევს ილი­ას პოს­ტებს "ინ­სტაგ­რამ­სა" და "ტი­კტოკ­ზე" და ტრო­ლე­ბი­ვით წე­რენ, რომ "მალე ტი­ტუ­ლი მოვ­სა­რის იქ­ნე­ბა“. UFC ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, სა­დაც შოუ და ის­ტო­რი­ე­ბი მოს­წონთ. ევ­ლო­ე­ვი­სა და თო­ფუ­რი­ას პო­ტენ­ცი­უ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა კი უკვე ის­ტო­რი­აა, მებ­რძლებს ამის სურ­ვი­ლი არა­ერ­თხელ გა­მო­უ­ხა­ტავთ და ისე­დაც არ აქვთ ნე­იტ­რა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. ასე­თი რა­ღა­ცე­ბი UFC-ის პიარ-მან­ქა­ნას უყ­ვარს, ის­ტო­რია ყი­დის ბრძო­ლას, ფულ­ზე კი უარს არა­ვინ ამ­ბობს. თა­ნაც ევ­ლო­ე­ვი თო­ფუ­რი­ას მსგავ­სად და­უ­მარ­ცხე­ბე­ლია (15-0 ილია, 18-0 მოვ­სა­რი), რაც და­მა­ტე­ბით ინ­ტე­რესს იწ­ვევს. იხილეთ სრულად