რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ | Allnews.Ge

რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ

UFC-ის ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის­თვის და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის 18 თე­ბერ­ვა­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღე იყო. ილია თო­ფუ­რია UFC-ის ქვემ­სუ­ბუ­ქი წო­ნის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და და ოქ­როს ქა­მარს და­ე­უფ­ლა. მან ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმე­ნი, ავ­სტრა­ლი­ე­ლი ალექ­სან­დრ ვოლ­კა­ნოვ­სკი ნო­კა­უ­ტით და­ა­მარ­ცხა.

წარმატებას მიაღწია კიდევ ერთმა ქართველმა - მერაბ დვალიშვილმა, რომელმაც ჰენრი სეხუდოს სძლია და სატიტულო ბრძოლისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა.

ამერიკული შერეული საბრძოლო ხელოვნების გამოცემა mmafighting.com-ის მიხედვით, თოფურიამ ვოლკანოვსკის დამარცხებისთვის 350 000 დოლარი მიიღო. მერაბ დვალიშვილმა კი ჰენრი სეხუდოს დამარცხებისთვის 210 000 დოლარი მიიღო.

myquiz