ერთი ლიტრი 70 ლარი - როგორია ვირის რძეზე მოთხოვნა | Allnews.Ge

ერთი ლიტრი 70 ლარი - როგორია ვირის რძეზე მოთხოვნა

„ვირის რძეზე მოთხოვნა გაასმაგებულია“ - ამის შესახებ ვირის რძის მწარმოებელი ფერმა „სახე-დარის“ დამფუძნებელმა, თემურ ლომიძემ განაცხადა. ფერმერი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდას ცნობიერების ამაღლებას უკავშირებს.

თემურ ლომიძე: „7 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული და ამ დროის განმავლობაში ვირის რძეს ერთი უკუჩვენებაც კი არ ჰქონია. წელიწადში 800 ლიტრს ვაწარმოებ, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ 1200 ლიტრზე მაინც ავიდე“.

„ვირის რძეზე მოთხოვნა გაასმაგებულია“ - რა ღირს ერთი ლიტრი რძე

ფერმერის თქმით, 2 წელია 1 ლიტრი ვირის რძის ფასი 70 ლარია, თუმცა გაძვირებას არ გამორიცხავს.

„ვფიქრობ, 10 ლარით გავაძვირებთ, რადგან ხარჯი ძალიან დიდი მაქვს. ფართიც კი არ არის ჩემი, ამაშიც ფულს ვიხდი ყოველთვიურად. პლუს ამას ვირის საკვები, რომელიც ასევე გაძვირდა და ჩემთან დასაქმებული ადამიანები. მართალია, ჩემი და ჩემი მეუღლის გარდა, სულ 4 ადამიანი მყავს დასაქმებული, მაგრამ ესეც საკმაოდ ხარჯთან არის დაკავშირებული“, - აცხადებს თემურ ლომიძე.

მისი თქმით, გაზრდილი მოთხოვნის გამო წელს შეწყვიტა რძისგან სხვადასხვა პროდუქციის წარმოებაც: ყველის, საპნის, ლიქიორის, შოკოლადის, ტუჩსაცხისა და ა.შ. „ეს პროდუქცია საკმაოდ ნელა გადის რეალიზაციაში და ბიზნესი ბრუნვაში ვეღარ მისწრებს. იხილეთ სრულად

myquiz