ქუთაისში მომხდარი ავარიის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?
ქუთაისში მომხდარი ავარიის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებული პირი მამაკაცია.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. პარლამენტის ყოფილ შენობასთან ქვეითად მოსიარულებს ავტომობილები დაეჯახათ. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილებს გოგოები მართავდნენ და ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. თუმცა არსებობს მეორე ვერსია, რომ საქმეში ორი ავტომობილი ფიგურირებს, ერთის ქალი მართავდა, მეორეს კი მამაკაცი.
ცნობილია, რომ ორივე ქვეითი ადგილზე დაიღუპა. ისინი ერთმანეთის მეზობლები იყვნენ. ქალბატონები "ზებრაზე" გადადიოდნენ, რა დროსაც მათ სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახათ.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.