ვარდის თაიგული 1000 ლარი და "გაძვირებული სიყვარული" - რატომ გაძვირდა ყვავილები?
თბილისში ყვავილისა და თაიგულის ფასი გაიზარდა. მცირე ბიზნესის მფლობელები აღნიშნულს 14 თებერვალს, "ვალენტინობის“ დღეს უკავშირებენ.
"ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირს ყვავილები როგორც ფიზიკურ მაღაზიებსა და გარე სავაჭრო სივრცეებში, ასევე ონლაინ.
გარე სავაჭრო სივრცეებში თითო წითელი, თეთრი, ვარდისფერი და ყვითელი ვარდის ღირებულება 7 ლარს შეადგენს, ერთი ცალი ტიტა - 5 ლარს, ერთი გვირილა - 5 ლარს, ხოლო მიხაკი 3 ლარს. როგორც გარე მოვაჭრეებმა გვითხრეს, ფასი წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილია და 14 თებერვლისთვის ფასი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
"წელს ასეთი ფასებია. გაზრდილია ფასები. ვარდები მაღაზიაში 10 ლარი ღირს. ფასმა ჯერ ცოტა მოიმატა და ვალენტინობამდე დროა, მერე რამდენი იქნება არ ვიცი წინასწარ“, - გვეუბნება გარე მოვაჭრე... განაგრძეთ კითხვა