საშიშია თუ არა ყურსასმენები ყურის ჯანმრთელობისთვის? | Allnews.Ge

საშიშია თუ არა ყურსასმენები ყურის ჯანმრთელობისთვის?

თუ ყურებს რაღაცით იხშობთ, იცავთ თავს ხმაურისგან ან უსმენთ მუსიკას ყურსასმენებით, ამით იდეალურ პირობებს ქმნით სმენის არხში ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის განვითარებისთვის.

საქმე იმაშია, რომ ჰაერის დაბლოკვით, სმენის არხში იქმნება თბილი და ნოტიო გარემო, რომელშიც ბაქტერიები და სოკოები ხარობენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, არ გამოიყენოთ ყურსასმენები რეგულარულად ან დიდი ხნის განმავლობაში. ამასთან საჭიროა რეგულარულად გაწმინდოთ ისინი სპირტიანი ხელსახოცით. ასევე რეკომენდებულია ერთჯერადი ყურსასმენების გამოყენება, თუ ყურებს იცავთ ღამით ხმაურისგან.

კიდევ ერთი საშიშროება, რომელიც დაკავშირებულია ყურსასმენებთან, არის სმენის დაქვეითება, რადგან უცხო სხეულის სმენის არხში მოთავსებისას, გოგირდს შიგნით ვუბიძგებთ, რაც ბლოკავს მას.გოგირდის საცობები ასევე ხელს უწყობს ინფექციის განვითარებას, რადგან ის აფერხებს ჰაერის მიდინებას სმენის არხში.

გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ყურსასმენებით რეგულარულად ხმამაღალი მუსიკის მოსმენა, ხელს უწყობს სმენის დაქვეითებას და ყურებში ხმაურის წარმოქმნას, რადგან ხდება შიდა ყურის უჯრედების დაზიანება. იხილეთ სრულად

myquiz