"ეს არის მარაზმი. ანუ მე, 2 ძაღლი და 2 კატა რომ მყავს სახლში, რა უნდა ვქნა, ერთ-ერთი მათგანი ქუჩაში გავაგდო თუ მონიტორინგის სამსახურს დასაძინებლად გავატანო"? | Allnews.Ge

"ეს არის მარაზმი. ანუ მე, 2 ძაღლი და 2 კატა რომ მყავს სახლში, რა უნდა ვქნა, ერთ-ერთი მათგანი ქუჩაში გავაგდო თუ მონიტორინგის სამსახურს დასაძინებლად გავატანო"?

მალე შე­საძ­ლოა მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ბი­ნა­ში, სამ­ზე მეტი ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის (ძაღ­ლი, კატა) ყოლა ბი­ნათ­მე­სა­კუთ­რე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს. ასეთ შე­ზღუდ­ვას “ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტიით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­ვი­და.

ამ სა­კითხს ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა ლო­მი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს:

"ეს არის მა­რაზ­მი. ანუ მე, ორი ძაღ­ლი, 10 წელს მიღ­წე­უ­ლი აკი­შო და 6 წლის საი და ორი კატა, ორი წლის მიმი და სამი წლის ლუი (მი­უ­სა­ფა­რი იყო და სახ­ლში მო­ვიყ­ვა­ნე) რომ მყავს სახ­ლში, რა უნდა ვქნა, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ქუ­ჩა­ში გა­ვაგ­დო, თუ მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურს და­ვურ­ე­კო და გა­სა­ჩუ­ქებ­ლად, ქუ­ჩა­ში გა­საშ­ვე­ბად, თუ და­სა­ძი­ნებ­ლად გა­ვა­ტა­ნო? ან ჩემი კა­ტე­ბი ვის რას უშა­ვე­ბენ, ან ჩემი ძაღ­ლე­ბი? ან ჩემს მე­ზობ­ლებს, რო­მელ­თა­გან უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­დარ­ბა­ზო­ში სი­სუფ­თა­ვის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას რომ ვერ შე­აგ­ნე­ბი­ნებ, რა უფ­ლე­ბა აქვთ პრე­ტენ­ზია გა­ნა­ცხა­დონ ჩემს სახ­ლში მცხოვ­რე­ბი ცხო­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე? თუ რა თქმა უნდა, ისი­ნი ღა­მის 23 სა­ა­თი­დან დი­ლის 9 სა­ა­თამ­დე ხმა­უ­რით დის­კომ­ფორ­ტს არ უქ­მნი­ან, ან მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­შიც არა­ფერს აშა­ვე­ბენ, სა­დარ­ბა­ზოს არ აბინ­ძუ­რე­ბენ და ა.შ. რო­მელ­მა დე­ბი­ლებ­მა წა­რად­გი­ნეს ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა? აზრს ვის და­ე­კი­თხნენ? კა­ნონპ­რო­ექ­ტი წა­ვი­კი­თხო, რომ შემ­თხვე­ვით მე­დი­ას სა­კუ­თა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი არ ჰქონ­დეს გა­მო­ტა­ნი­ლი კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლად? ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა. მე­დი­ას ყო­ველ­თვის ის გა­მო­აქვს სა­აშ­კა­რა­ო­ზე, რა მარ­გა­ლი­ტებ­საც ჩვე­ნი ფსევ­დო კა­ნონ­მდებ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ ხოლ­მე.

მარ­თლაც ფუ­უ­უუ! ქა­ლაქ­ში, სა­დაც ტრო­ტუ­ა­რე­ბი არ არის (გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ უბ­ნებ­ში), რომ მშვი­დად გა­ი­ა­რო, მარ­ტომ, ბავ­შვთან, ან ძაღ­ლებ­თან ერ­თად, სა­დაც მშე­ნე­ბელ-დე­ვე­ლო­პე­რე­ბის­გან მო­სახ­ლე­ო­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა პიკს აღ­წევს, ის აწუ­ხებთ, ვის რამ­დე­ნი ცხო­ვე­ლი ჰყავს სახ­ლში და რაც ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის­თვის ჯან­სა­ღი გა­რე­მოს შე­საქ­მნე­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, უკაც­რა­ვად და ჰკი­დი­ათ. ამ ნი­უ­სებს კი­დევ სა­თა­უ­რებს ისე რა­ტომ აწერთ ძვირ­ფა­სო კო­ლე­გე­ბო, თით­ქოს ეს იდი­ო­ტუ­რი ცვლი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლი იყოს? და­ა­ყო­ლეთ წინ, შე­საძ­ლოა ასე მოხ­დეს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად-თქო.

ე.ი. ვი­თხოვთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დეს ქუ­ჩა­ში ცხო­ვე­ლე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, რომ პატ­რო­ნე­ბი ცხო­ვე­ლებს ქუ­ჩა­ში არ აგ­დებ­დნენ და რა გა­მო­დის, ასე­თი დე­ბი­ლუ­რი, ლო­გი­კას მოკ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ინი­ცი­რე­ბით ვა­ხა­ლი­სებთ მი­უ­სა­ფარ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას ან მათ ხოც­ვა-ჟლე­ტას? პარ­ლა­მენ­ტში სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის "და­საკ­რი­შად" შე­სუ­ლებ­მა ისევ სა­კუ­თარ ბიზ­ნე­სებს რომ მი­ხე­დოთ, არ გინ­დათ? შეგ­ვეშ­ვით!"

myquiz