რა მოტივით მოხდა ოთხმაგი მკვლელობა რუსთავში - რას აცხადებს პროკურორი ე.წ. სტამბოლის ბაზარში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე? | Allnews.Ge

რა მოტივით მოხდა ოთხმაგი მკვლელობა რუსთავში - რას აცხადებს პროკურორი ე.წ. სტამბოლის ბაზარში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე?

რუს­თავ­ში, ე.წ სტამ­ბო­ლის ბა­ზარ­ში ოთხი პი­რის მკვლე­ლო­ბი­სა და ერთი ადა­მი­ა­ნის დაჭ­რის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ქე­თე­ვან სო­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი იყო შუ­რის­ძი­ე­ბა, კერ­ძოდ, გი­ორ­გი ორ­ვე­ლაშ­ვილ­მა შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით გა­ნიზ­რა­ხა სა­კუ­თა­რი ბი­ძის, ნო­დარ ორ­ვე­ლაშ­ვი­ლის და ბი­ძაშ­ვი­ლის ნი­კო­ლოზ ორ­ვე­ლაშ­ვი­ლის მოკ­ვლა.

პრო­კუ­რო­რის თქმით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით უკვე დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბულ­სა და მის ბი­ძას შო­რის კონ­ფლიქ­ტი უკავ­შირ­დე­ბო­და ბრალ­დე­ბუ­ლის ცუდ სიმ­თვრა­ლეს, რად­გან ის ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ხდე­ბო­და.

ამას­თან გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია ისიც, რომ ახალ წლამ­დე პე­რი­ოდ­ში ბრალ­დე­ბულს კონ­ფლიქ­ტი მო­უხ­და ბი­ძას­თან, ნო­დარ ორ­ვე­ლაშ­ვილ­თან, რო­მელ­თა­ნაც გამ­ყიდ­ვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და ბა­ზარ­ში, რის შემ­დეგ ბი­ძა­მის­მა ის სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხო­ვა.

"და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი იყო შუ­რის­ძი­ე­ბა, კერ­ძოდ, გი­ორ­გი ორ­ვე­ლაშ­ვილ­მა შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით გა­ნიზ­რა­ხა სა­კუ­თა­რი ბი­ძის, ნო­დარ ორ­ვე­ლაშ­ვი­ლის და ბი­ძაშ­ვი­ლის ნი­კო­ლოზ ორ­ვე­ლაშ­ვი­ლის მოკ­ვლა, თუმ­ცა ნი­კო­ლოზ ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა და ამ ეტაპ­ზე მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით უკვე დად­გე­ნი­ლია, რომ მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი უკავ­შირ­დე­ბო­და ბრალ­დე­ბუ­ლის ცუდ სიმ­თვრა­ლეს. ის მთვრალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხდე­ბო­და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და აყე­ნებ­და შე­უ­რა­ცხყო­ფას რო­გორც გარ­შე­მომ­ყო­ფებს, ასე­ვე სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებს. ასე­ვე, დად­გე­ნი­ლია ისიც, რომ ახალ წლამ­დე პე­რი­ოდ­ში მას კონ­ფლიქ­ტი მო­უხ­და ბი­ძას­თან, ნო­დარ ორ­ვე­ლაშ­ვილ­თან, რო­მელ­თა­ნაც გამ­ყიდ­ვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და ბა­ზარ­ში. ამის შემ­დეგ ბი­ძა­მის­მა ის სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხო­ვა, წა­ვი­და სო­ფელ­ში და შემ­დეგ მოხ­და ის, რაც მოხ­და.

რო­გორც მოწ­მე­ე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მან და­ხარ­ჯა ე.წ სა­ვაჭ­რო თან­ხა, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა უმი­ზე­ზოდ არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და ოჯა­ხის წევ­რებს და ახ­ლობ­ლებს და ეს იყო ძი­რი­თა­დი მო­ტი­ვი, რის გა­მოც გა­ნა­წყენ­და და გა­უშ­ვა ბი­ძა­მის­მა სამ­სა­ხუ­რი­დან.

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ჩვენ ვე­ლო­დე­ბით ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას,რო­მელ­მაც უნდა და­ად­გი­ნოს ბრალ­დე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხა­დი იყო თუ შე­რა­ცხა­დი, შე­სა­ბა­მი­სად, უნდა გა­და­წყდეს სა­კი­თხი მისი დას­ჯის ან იძუ­ლე­ბი­თი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე. ამ ეტაპ­ზე ერთი შე­ხედ­ვით, ბრალ­დე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა არ იწ­ვევს ეჭვს, ადეკ­ვა­ტუ­რად იქ­ცე­ვა, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბებ­ში და მათ შო­რის, აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს.

გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში დად­გინ­და, რომ ის გურ­ჯა­ა­ნის ერთ-ერთ სო­ფელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, იქი­დან წა­მო­ი­ღო მისი ძმის მიერ და­უ­დევ­რად შე­ნა­ხუ­ლი სა­ნა­დი­რო თოფი, რი­თაც ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ქე­თე­ვან სო­ნი­ძემ.

myquiz