უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთში - როგორია ტაქსით მგზავრობის საფასური საქართველოსა და მსოფლიოში
საქართველოში ტაქსით გადაადგილება უფრო ძვირია, ვიდრე თურქეთში. ერთი კილომეტრი მგზავრობა ჩვენთან 0,75 დოლარი ღირს, თურქეთში კი 0,57 დოლარი - ამის შესახებ სამომხმარებლო ფასების, კრიმინალის მაჩვენებლის, ჯანდაცვის ხარისხისა და სხვა სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს 2024 წლის თებერვლის რეიტინგში წერია.
საბოლოო ჯამში, საქართველო ტაქსით მგზავრობის საფასურით მსოფლიოს 94 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. ჩვენთან ტაქსით ერთი კილომეტრის გავლა კი უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენს ოთხივე მეზობელ ქვეყანაში. როგორ უკვე აღვნიშნეთ, თურქეთში ერთი კილომეტრი 0,57 დოლარი ღირს, აზერბაიჯანში - 0,59 დოლარი, რუსეთში - 0,33 დოლარი და სომხეთში - 0,30 დოლარი.
გთავაზობთ 10 ქვეყანას, სადაც ტაქსით გადაადგილება ერთ კილომეტრზე ყველაზე ძვირია:
- შვეიცარია - 4,45 დოლარი
- ქუვეითი - 3,25 დოლარი
- ლუქსემბურგი - 3,23 დოლარი
- იამაიკა - 3,22 დოლარი
- ალბანეთი - 3,10 დოლარი
- ვენესუელა - 2,70 დოლარი
- იაპონია - 2,68 დოლარი
- ნიდერლანდები - 2,58 დოლარი