რა მოხდება, თუ კბილების გახეხვას შეწყვეტთ ? | Allnews.Ge

რა მოხდება, თუ კბილების გახეხვას შეწყვეტთ ?

კბილების გახეხვის მარტივი და არც ისე ხანგრძლივი პროცედურა მთელი ცხოვრება თან დაგვდევს. ხანდახან ყველას ჰქონია სიტუაცია, როცა კბილის ჯაგრისის უქონლობის, დაღლილობის ან თუნდაც თრობის გამო კბილების გახეხვა ვერ შეძლო. ამაში საშიში არაფერია, თუ კბილების გახეხვას ეპიზოდურად ტოვებთ. თუმცა სტომატოლოგები გირჩევთ, ეს სისტემატურად არ გააკეთოთ, რადგან კბილების გახეხვაზე უარის თქმას უსიამოვნო და გარდაუვალი შედეგები მოჰყვება.

სპეციალისტებმა მოამზადეს იმ მოვლენების ქრონოლოგიური აღწერა, რაც მოხდება, თუ ყოველდღიურად კბილების გახეხვას შეწყვეტთ.

1 დღე კბილების გახეხვის გარეშე

თუ კბილებს ერთი დღე, დილით და ძილის წინ, არ გაიხეხავთ, კბილების ნადები შეასუსტებს დენტინს – კბილის მინანქრის ქვეშ მდებარე დამცავი მასალა. ბაქტერიებს 48 საათი სჭირდებათ, რომ მავნე მოქმედება სრული ძალით დაიწყოს. გამოდის, ხანმოკლე შესვენებაც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

1 კვირა კბილების გახეხვის გარეშე

1 კვირაში კბილის ნადები დენტინს სრულად გაანადგურებს. გაჩნდება კიდევ ერთი უსიამოვნო მომენტი – უსიამოვნო სუნი პირის ღრუში. საჭმლის ნარჩენები, რომელთაც ჩვეულებრივ კბილის ჯაგრისით ვიშორებთ, კბილებს მიეწებება. ეს ფენა ენითაც იგრძნობა, როგორც უხეში საფარი კბილებზე.

2024011116192885085-1707461267.jpg

1 წელი კბილებზე ზრუნვის გარეშე

თანამედროვე ადამიანს გაუჭირდება წარმოდგენა, რომ კბილები მთელი წელი შეიძლება არ გაიხეხოს. ამ შემთხვევაში შედეგები იმუნური სისტემის ეფექტურ მუშაობაზე იქნება დამოკიდებული. თუ წესრიგშია, ორგანიზმი გარკვეული ხნით შეძლებს კარიესის მიერ გამოწვეულ ბაქტერიებთან ბრძოლას. იხილეთ სრულად

myquiz