რომელ ქვეყნებში წყალი ყველაზე სუფთა და როგორია საქართვლოს მაჩვენებელი? | Allnews.Ge

რომელ ქვეყნებში წყალი ყველაზე სუფთა და როგორია საქართვლოს მაჩვენებელი?

სუფთა და დასალევად ვარგისი წყალი არც ისე ბევრ ქვეყანაში მოდის. მაშინ, როდესაც დედამიწის ზედაპირის 3/4 წლითაა დაფარული, აქედან მხოლოდ 3%-ია სასმელად ვარგისი. მეტიც, აქედან მხოლოდ 0.3% მოდის მდინარეებზე, ტბებსა და მიწისქვეშა წყლებზე, ხოლო დანარჩენი მყინვარების სახითაა ლოკალიზებული.

გაეროს ანალიტიკური ცენტრი წყლის შესახებ, რომელიც მუდმივად ანახლებს ინფორმაციას, გვაწვდის ინფორმაციას მსოფლიოში იმ 10 ქვეყნის შესახებ, სადაც ონკანიდან წყლის თამამად დალევა შეგიძლიათ, ესენია: ფინეთი, ავსტრია, ირლანდია, ნორვეგია, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი, მალტა, ისლანდია და ნიდერლანდები. ათივე ქვეყანა თანაბრად 100 ქულით არის შეფასებული წყლის უსაფრთხოების კუთხით.

24641bfc-40b2-430e-8500-66e5716ad4a2-1707458952-1707459283.jfif

რაც შეეხება საქართველოს, წყლის სანდოობა აქ 52,3 ქულით არის შეფასებული. მას წინ უსწრებს რუსეთი, უკრაინა და ლიეტუვა, ხოლო ჩამორჩებიან მექსიკა, ბაჰრეინი და ტონგო. იხილეთ სრულად

myquiz