ტყიბული, ხონი, ხარაგაული, თერჯოლა და... - ადგილები, სადაც მეწყრული პროცესების განვითარებაა მოსალოდნელი - როგორია გეოლოგიის დეპარტამენტის პროგნოზი
ბაღდათში მეწყრული პროცესები ნავარაუდევი იყო. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენის მიხედვით, რომელიც 2023 წელს მომზადდა. საუბარია იმერეთის რეგიონში, შესაძლო, სტიქიური პროცესების განვითარებაზე.
კერძოდ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: დიმი, I ობჩა, II ობჩა, წითელხევი, ფერსათი, ნერგეეთი, შუბანი და ზეგანი. ამასთანავე, ქვათაცვენების და ნაპირგარეცხვითი პროცესების წარმოქმნაგააქტიურება მოსალოდნელია ბაღდათი-ზეკარის მშენებარე საავტომობილო გზის გასწვრივ, მდ. ხანისწყალის და მისი შენაკადების ხეობებში გამავალი საავტომობილო გზების გასწვრივ.
გარდა ამისა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მთელ რიგ სოფლებში მოსალოდნელია მეწყრული პროცესების გააქტიურება. ეს დასახლებული პუნქტებია: შუქრუთი, ითხვისი, დარკვეთი, ზოდი, ჯალაურთა, შავწყალი, წირქვალი, ბუნიკაური, მღვიმევი, ხრეითი, მელუშეთი, ჭალოვანი, ვაკევისა და ჯაჯანიძეები. სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოების შედეგად, ასევე მოსალოდნელია ახალი ჩაქცევების წარმოქმნა და გრუნტების ჯდენითი პროცესების გააქტიურება.
"საჩხერის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: საირხე, ჭორვილა, ბაჯითი, სარეკი, წითელსოფელი, საჩხერე, სავანე, არგვეთი, გორისა, მახათაური, ორღული, კორბოული, ხცისი და საჩხერე. ამასთანავე, ქვათაცვენების და მეწყრული პროცესების წარმოქმნა-გააქტიურება მოსალოდნელია საჩხერეონის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის გასწვრივ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი „ტყიბულის ქვაბულში“ განლაგებულ დასახლებულ პუნქტებში, მეწყრული პროცესების განვითარება მოსალოდნელია: ტყიბული, გურნა, წყნორი, ანტორია, ციხია, კურსები, ოჯოლა, ზედა ჭყეპი, ნაბოსლევი, ორპირი, მუხურა და შუქერი.
ხონის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია შემდეგ სოფლებში: ქვედა გორდი, ზედა გორდი, ქვედა კინჩხა, გამოღმა ნოღა, გაღმა ნოღა, კინჩხაფერდი, ზედა კინჩხა, რონდიში, გელავერი, ღვედი და ძეძილეთი...წაიკითხეთ ვრცლად