"ისეთი ბავშვები იყვნენ, მაგათით მიხაროდა სკოლაში შესვლა..." - ნაპოვნია მამისა და მისი სამი შვილის ცხედრები: ნერგეეთის უდიდესი ტრაგედია
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საზარელი ტრაგედია დატრიალდა. მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8 ადამიანი. კიდევ ერთს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
სოფელ ნერგეეთში სტიქიის დროს გარდაცვლილებს შორის არიან რობაქიძეების ოჯახის წევრები, მაშველებმა მამისა და მისი სამი შვილის - უფროსი ვაჟისა და ტყუპი გოგონების ცხედრები იპოვეს.
ჩვენი ინფორმაციით, ყველაზე მეტად მათი სახლი დაზიანდა. როგორც ბავშვების პედაგოგი გვიყვება, ეზო სრულად გასწორებული იყო, სახლის სახურავი კი მეწყერმა მდინარის მეორე მხარეს გადაისროლა.
იმ ღამეს სახლში გია რობაქიძე და მისი შვილები, ტყუპი დები, ანა და ქეთი და ძმა, დავითი იმყოფებოდნენ, დედა წლებია რაც საზღვარგარეთ ემიგრაციაშია.
ანა და ქეთი მეცხრე კლასის მოსწავლეები იყვნენ, დავითი მეთერთმეტე კლასის მოსწავლე იყო. როგორც ბავშვების პედაგოგი გვიყვება, დედა ხშირად ურეკავდა მასწავლებელს, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა და შვილების შესახებ ყოველთვის კითხულობდა ამბებს. იხილეთ სრულად